ბაიასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}} using AWB
No edit summary
ხაზი 16:
| ncbi =
}}
'''ბაიასებრნი''' (Ranunculaceae) — [[ორლებნიანნი|ორლებნიან მცენარეთა]] ოჯახი. უმთავრესად [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახებია, ზოგჯერ ბუჩქები და [[ლიანები]]. [[ფოთოლი]] თათისებრ ან ფრთისებრ დაყოფილია, იშვიათად მთლიანი. [[ყვავილი|ყვავილები]] ორსქესიანია, მარტივი ან ორმაგი ყვავილსაფრით; აქვს მრავალი ბუტკო და მტვრიანა. ნაყოფი რთული — კაკლუჭა.

შეიცავს 30 გვარსა და 1300-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად ზომიერი და ცივი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში 11 გვარი და 90-მდე სახეობა გვხვდება, რომელთაგან 22 [[ენდემები|ენდემურია]]. შედარებით ფართო გავრცელებითა და სახეობათა სიჭარბით [[საქართველოს ფლორა]]ში გამოირჩევა [[ბაია (გვარი)|ბაია]], [[მაჟარა]], [[ფრინტა]], [[კატაბარდა]], [[მედგარა]], [[ცხვირისატეხელა]] და სხვა.
 
ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხმელეთზე იზრდება. გამონაკლისია [[წყლის ბაია]]ს (Batrachium) სახეობები. მრავალი სახეობა შხამიანია (შეიცავს ალკალოიდებსა და გლუკოზიდებს), ზოგი [[სამკურნალო მცენარეები|სამკურნალო]] ([[ცხვირისატეხელა]]) ან [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულია]] ([[კატაბარდა]], [[მედგარა]], [[ფრინტა]]), ბევრი სარეველაა (ბაია, [[ჩაწყობილა ბაია]] და სხვა). ამ ოჯახს აკუთვნებდნენ ისეთ გვარებს ([[ხარისძირა]], [[იორდასალამი]] და სხვა), რომლებიც დღეს ცალკე ოჯახებადაა გამოყოფილი. თანამედროვე ფილოგენეზურ სისტემაში მცენარეთა ეს ჯგუფი მორფოლოგიური აგებულების გამო ყვავილოვან მცენარეთა ერთ-ერთ წინაპრულ ჯგუფადაა მიჩნეული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიასებრნი“-დან