აბდ-ორ-რაჰმან ჯამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ძირიტად → ძირითად using AWB
No edit summary
 
ხაზი 1:
'''აბდ ალ-რაჰმან ნურ ალ-დინ იბნ აჰმად ჯამი''' (დ. [[7 ნოემბერი]], [[1414]], სოფელი ხარგარდი, ქ. ჯამის მახლობლად, [[ხორასანი]], — გ. [[8 ნოემბერი]], [[1492]], [[ჰერათი]]) — სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის კლასიკური პერიოდის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი, პოეტი, პროზაიკოსი, მეცნიერი. პოეტის ფსევდონიმი მის მშობლიურ მხარეს უკავშირდება (ჯამი ნიშნავს ჯამელს). სწავლა დაიწყო ჰერათში, სადაც დასახლდა მისი ოჯახი. შემდეგ გააგრძელა სამარყანდში, ცნობილ მეცნიერთან [[ყაზი-ზადე|ყაზი-ზადესტან]] ([[ულუღ-ბეგი|ულუღ-ბეგის]] უახლოესი თანამშრომელი). [[თემურიდები|თემურიდთა]] მმართველობის წლებში (განსაკუთრებით [[უსეინ ბაიყარა]]ს დროს) ჰერათი კულტურული და ლიტერეტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ჯამი აქტიურად ჩაება ამ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შეგნებულად თქვა უარი კარის მეხოტბე პოეტის კარიერაზე.
 
განდეგილი, ღარიბულ ქოხში თავშეფარებული მგოსანი ლიტერატურული ინტერესების ცენტრში იმყოფებიდა. წერდა ლირიკულ ლექსებს (ღაზალებს), ფილოსოფიურ კასიდებს, გონებამახვილურ რობაიებსა და ყითას. უახლოესი მეგობრისა და მოწაფის, დიდვეზირ [[ალიშერ ნავოი|ალიშერ ნავოის]] რჩევით მან შეადგინა სამი დივანი: „სიყრმის დასაბამი“, „მძივის შუაგული“, „სიცოცხლის აღსასრული“, რომლებშიც შესულია 2320 ლექსი (16629 ბეითი). მათი უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი პოეტური ოსტატობით, ნატიფი ლირისმით, აზრის სიღრმითა და ორიგინალობით. სუფიურ-მისტიური განწყობის მიღმა ხშირად იჩენს თავს თანადროული ფილოსოფიურ-ზნეობრივი პრობლემები. ჯამი ეკუთვნოდა [[ნაყშბანდიეს სუფიურ ორდენი|ნაყშბანდიეს სუფიურ ორდენს]], რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო „განმარტოება საზოგადოებაში, მოგზაურობა სამშობლოში, გარეგნულად ხალხთან, შინაგანად ღმერთთან“. ჯამის დიდ ჰუმანიზმს, მტკიცე კავშირს ხალხთან, ხშირად მის ურარიბეს ფენებტან, ადასტურებს როგორც მისი ბიოგრაფია, ისე პოეტური შემოქმედება.
ხაზი 13:
[[კატეგორია:სპარსელი პოეტები]]
[[კატეგორია:სპარსელი ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 7 ნოემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1414]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 8 ნოემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1492]]