სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
20 დეკემბერს სომხეთის არმიის ნაწილებმა და სომეხმა მოხალისეებმა მასირებული საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ქართველთა პოზიციებზე, შტურმში ჩართული იყო 4 000-ზე მეტი მებრძოლი. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ თავდამსხმელებმა დაიკავეს სადგური [[შულავერი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)|პატარა შულავერი]] (დღევანდელი სოფელი [[შულავერი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)|შულავერი]]), რომლის შენარჩუნება ქართული მხარისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ძალების სიმცირის გამო. სადგურ პატარა შულავერის დაკავების შედეგად გადაიჭრა სადახლოში გამაგრებულ ქართულ ნაწილებსა და თბილისს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, გენერალ გიორგი წულუკიძის დაჯგუფება რიცხობრივად მრავალგზის აღმატებულმა მოწინააღმდეგემ ბლოკადაში მოაქცია. ამ პირობებში სადახლოში გამაგრებული ქართული გარნიზონისთვის ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ უკანდახევა და ახალი პოზიციების დაკავება შეიძლება ყოფილიყო, თუმცა თბილისიდან დახმარების მომლოდინე გენერალმა გიორგი წულუკიძემ 21 დეკემბერს უარი თქვა სოფლისა და სადგურის დატოვებაზე და გადაწყვიტა კვლავ ეცადა დაკავებული პოზიციების შენარჩუნება. 22 დეკემბერს სომხეთის არმიის რეგულარულმა ნაწილებმა IV და VI პოლკებიდან და სომეხმა მოხალისეებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს სადახლოზე. თავდაპირველად მათ შეძლეს სადახლოს რკინიგზის სადგურისა და სოფლის ნაწილის დაკავება, თუმცა კონტრშეტევაზე გადასულმა ქართულმა ნაწილებმა შეძლეს სადგურის დაბრუნება და სოფელზე სრული კონტროლის აღდგენა, ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. 22 დეკემბრის ბრძოლაში დაიღუპა და დაიჭრა ათობით სომეხი სამხედრო, საგრძნობი იყო დანაკარგები დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ქართულ მხარესაც.
 
23 დეკემბრისთვის სადახლოს გარნიზონის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. დედაქალაქიდან დახმარების მიღების იმედი არ გამართლდა, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან განუწყვეტელი ბრძოლების შედეგად დაიღუპა, დაიჭრა და დაავადმყოფდა მრავალი სამხედრო მოსამსახურე, ამავდროულად სადახლოში გამაგრებული დაჯგუფება ყველა მხრიდან ბლოკირებული იყო მოწინააღმდეგის მიერ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა სადახლო, ბრძოლით გაერღვია ალყა და დაეკავებინა ახალი პოზიციები. 23 დეკემბერს რამდენიმე კოლონად დაყოფილმა სადახლოს გარნიზონმა გიორგი წულუკიძის მეთაურობით ბრძოლით გაარღვია ალყა და დაიკავა ახალი პოზიციები. გარღვევის ოპერაციისას განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მცირერიცხოვანმა ქართველმა არტილერისტებმა პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას მეთაურობით, საბრძოლო მასალის ამოწურვის შემდეგ არტილერისტებმა ხელჩართული ბრძოლით გაარღვიეს მოწინააღმდეგის რიგები და გავიდნენ ფრონტის ახალ ხაზზე. ალყის გარღვევის შემდეგ ქართულმა რაზმმა შემდეგშემდეგი პოზიციები დაიკავა: [[ბაითალო]]-[[ულაშლო]]-[[აღმამედლო]]-[[ყაჩაღანი]]. გენერალი გიორგი წულუკიძე თბილისში გაემგზავრა პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მთავარი შტაბისთვის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გასაცნობად და მეთაურობის გადასაბარებლად. სადახლოში შესულ სომხებს ტყვედ ჩაუვარდათ 130-მდე დაჭრილი და დაავადმყოფებული ქართველი მეომარი, რომელთაც გარღვევის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხეს.
 
18-23 დეკემბერს სადახლოსა და მის შემოგარენში ქართველი სამხედროების მიერ წარმოებულმა თავდაცვითი ბრძოლების სერიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ომის შემდგომი ბედის გადაწყვეტაში. სადახლოს გარნიზონის მიერ სადგურისა და სოფლის ექვსი დღის განმავლობაში შენარჩუნებამ და თავისკენ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების მიზიდვამ, საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურობას მისცა საშუალება მოეხდინა სხვადასხვა რეგიონებში გაფანტული არმიის ნაწილების [[თბილისი|თბილისში]] თავმოყრა, გადაჯგუფება და ფრონტზე გაგზავნა. ამავდროულად განხორციელდა თადარიგში მყოფი სამხედროების მობილიზაცია. 23 დეკემბერს სადახლოს დაკავება სომხეთის არმიის მიერ საქართველოსთან ომში მიღწეული უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა, ამიერიდან უპირატესობა ქართულ მხარეს გადავიდა.
1919 წლის 9-17 იანვარს [[თბილისი|თბილისში]] გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ნაწილი, ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად იქცა 1918 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოსა და სომხეთის არმიებს შორის არსებული ფრონტის ხაზი, ხოლო სამხრეთ საზღვარმა გაიარა მდ.კამენკაზე, რომელიც 1918 წლის ივნისიდან საქართველო-ოსმალეთის, ხოლო 18 ოქტომბრიდან საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენდა. ვინაიდან ეს ტერიტორია პრაქტიკულად მთლიანად მოიცავდა ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილს, მას [[ლორეს ნეიტრალური ზონა]] ეწოდა. საქართველოს არმიის ნაწილები დარჩნენ 31 დეკემბრისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე, ხოლო სომხეთის არმიამ უკან დაიხია და ომამდელ პოზიცებს დაუბრუნდა მდ.კამენკის სამხრეთით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ბორჩალოს მაზრაში განლაგებული ქართული და სომხური გარნიზონების რაოდენობაზე, რომელსაც არცერთი მხრიდან არ უნდა გადაეჭარბებინა 660 სამხედროსა და მესაზღვრისთვის. ამავდროულად საქართველოს არმიას ახალქალაქის მაზრაში არ უნდა გადაეჭარბებინა 2 როტისთვის (225 სამხედრო და 1 მეტყვიამფრქვევეთა რაზმი). ეს შეთანხმება მხარეებს 14 იანვრის 24 საათამდე უნდა შეესრულებინათ. 1919 წლის 15-21 იანვარს კი რესპუბლიკებს დემობილიზაცია უნდა ჩაეტარებინათ და არმიები მშვიდობიანობისას არსებულ რაოდენობამდე დაეყვანათ.
 
1919 წლის იანვარში ლორეს ნეიტრალური ზონა დაიკავეს ბრიტანელმა სამხედროებმა, რომლის გენერალურ ინსპექტორად კაპიტანი არჩიბალდ შოლტო ჯორჯ დუგლასი დაინიშნა. ნეიტრალური ზონის შემადგენლობაში მოექცა 43 სოფელი და რკინიგზის ხაზი 6 სადგურით. ნეიტრალურინეიტრალურ ზონას მართავდა კომისარიატი, სადაც საქართველოსა და სომხეთს თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავდათ, კომისარიატს მეთვალყურეობას უწევდა მოკავშირეთა სამხედრო მეთაურობა. ლორეს ნეიტრალურ ზონაში მოქცეული სარკინიგზო მონაკვეთის მართვა საქართველოს გზათა სამინისტროს დაევალა. კონფერენციის მსვლელობისას სომხეთის დელეგაცია შეეცადა განსახილველ საკითხთა შორის ჩაერთო, [[ახალქალაქის მაზრა|ახალქალაქის მაზრაში]] სამოქალაქო მმართველობის მოწყობა. თუმცა ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობის გამართვაზე, რადგან ჯავახეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და მისი ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმე შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვის გამართვის უფლება არ ჰქონდა არც სომხეთის დელეგაციას და არც ზოგადად სამშვიდობო კონფერენციას. ანტანტის წარმომადგენლებმა გაიზიარეს ქართული მხარის მოსაზრება და ახალქალაქის მაზრის საკითხი კონფერენციიდან სრულად მოიხსნა.
 
საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვა საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.
1 114

რედაქტირება