ჩერნობილის კატასტროფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
 
=== საწყისი ვერსია ===
უპირველეს ყოვლისა, ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. ასეთი პოზიცია დაიკავა კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის სსრკ-ში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე [[სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი|სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტ]]მა (КГБ ). [[ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო]] (МАГАТЭ), [[1986]] წლის<ref name=insag-1>International Nuclear Safety Advisory Group. Summary Report on the Post-Accident Review on the Chernobyl Accident. Safety Series No. 75-INSAG-1. IAEA, Vienna, 1986.</ref> ანგარიშში ასევე მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე. ამავე ინფორმაციაზეა დამყარებული სხვადასხვა [[მხატვრული]] და [[დოკუმენტური]] [[ფილმი|ფილმები]] და [[წიგნი|წიგნები]], მათ შორის არის [[გიორგი მედვედევი]]ს გახმაურებული წიგნი „[[ჩერნობილის რვეული]]“.
 
ამ ვერსიით, პერსონალის მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე გამოტანილია შემდეგი დასკვნა:
ხაზი 62:
 
==== რეაქტიულობის ორთქლის დადებითი კოეფიციენტი ====
რეაქტორის მუშაობისას, მის გასაგრილებლად აქტიური ზონიდან იქაჩებოდა [[წყალი]]. რეაქტორში წყლის ჩასვლისას, ის ნაწილობრივ იქცევა ორთქლად. რეაქტორს ჰქონდა რეაქტიულობის ორთქლის დადებითი კოეფიცინეტი, ასევე, რაც უფრო მეტი იყო ორთქლი, მით უფრო მეტი იყო ატომური რეაქციით გამოწვეული რეაქტორის სიმძლავრე. დაბალ სიმძლავრეზე, რომელზეც ენერგობლოკი მუშაობდა [[ცდა]]ს დროს, ორთქლის დადებითი კოეფიციენტი არ კომპენსირდებოდა სხვა მოვლენებით, რომლებიც გავლენას ახდენდა რეაქტიულობაზე და რეაქტორს რეაქტიულობის დადებითი კოეფიციენტი გააჩნდა. ეს ნიშნავს, რომ არსებობდა დადებითი უკუკავშირი - სიმძლავრის გაზრდამ გამოიწვია ისეთი პროცესები აქტიურ ზონაში, რომლებიც კიდე უფრო ზრდიდნენ სიმძლავრეს. ეს რეაქტორს ქმნიდა როგორც არასტაბილურს და საშიშს. ამას გარდა, ოპერატორები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ დაბალ სიმძლავრეზე შესაძლოა გამოწვეულ იქნას დადებითი უკუკავშირი.
 
==== „საბოლოო ეფექტი“ ====