აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
|კაპიტანი =
|ლიგა = [[ერედივიზია]]
|სეზონი = [[ერედივიზია 2015-2016|2015-16]]
|ადგილი = მე-2 ადგილი
| pattern_la1 = _shoulder_stripes_red_stripes_half
| pattern_b1 = _redcentrestripe
| pattern_ra1 = _shoulder_stripes_red_stripes_half
| pattern_sh1 = _adidasonwhite
| pattern_so1 = _redhorizontal2
| leftarm1 = FFFFFF
| body1 = FFFFFF
| rightarm1 = FFFFFF
| shorts1 = FF0000
| socks1 = FFFFFF
| pattern_la2 = _ajax1011a
| pattern_b2 = _2yellowshoulderstripes
| pattern_ra2 = _ajax1011a
| pattern_sh2 = _ajax1011a
| pattern_so2 = _ajax1011a
| leftarm2 = 000033
| body2 = 000033
| rightarm2 = 000033
| shorts2 = 000033
| socks2 = 000033
}}
'''აიაქსი''' — [[ნიდერლანდები]]ს პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია ქალაქ [[ამსტერდამი]]დან. დაარსდა [[1900]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]] [[ჰან დადე]]ს, [[ფლორის სტემპელი]]ს და [[კარელ რესერი]]ს მიერ. გუნდი [[ფეიენოორდი|ფეიენოორდთან]] და [[პსვ]]-სთან ერთად შედის ქვეყნის უძლიერეს სამეულში, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დომინირებენ ეროვნულ ჩემპიონატში.
ამსტერდამში, კალვერსტრატზე მდებარეობს დიდი სუპერმარკეტი „Frame”, სადაც იყიდება უამრავი დისკები, კომპიუტერული თამაშები და ძნელად წარმოსადგენია, რომ 1900 წელს სწორედ ამ შენობაში დაიწყო დიდი გუნდის დიდი ისტორია.
 
1900 წლის 14 მარტს ვინმე ფლორის სტემპელმა გაუგზავნა თავის მეგობრებს შემდეგი შინაარსის წერილი: „ კვირას„კვირას 9 საათსა და 15 წუთზე გთხოვთ მობრძანდეთ კაფე-ბარ „ოსტ ინდიაში“, რომელიც მდებარეობს კალვესტრატის ქუჩაზე 2 ნომერში, რათა ვიმსჯელოთ ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსებაზე“. ოთხი დღის შემდეგ, 1900 წლის 18 მარტს სტემპელი ოფიციალურად გახდა ამსტერდამის „აიაქსის“ პირველი თავმჯდომარე, ხოლო მისი მეგობრები ჰაან დადე და კარელ რეიზერი შევიდნენ კლუბის მმართველობაში. მაშინ მათ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ XX საუკუნის ბოლოს ამსტერდამის „აიაქსი“ გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.
 
„აიაქსის“ პირველი სათამაშო მოედანი მდებარეობდა ბუიკსლოტერჰამის რაიონში. გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ: კისტი, ჰარბორდი, დიიქსტრა, ბროკმანი, ხოლსტი, ჰერტელი, პასტენინგი, სტალმანი, გეისლერი, მარტარე და ვან დერ ლაანი. პირველი ოფიციალური შეხვედრა გუნდმა ჩაატარა „DOSB“ - ის წინააღმდეგ და დასრულდა ამსტერდამელთა გამარჯვებით 2:1. გოლები გაიტანეს ჰერტელმა და გეისლერმა. „აიაქსის“ პირველმა სეზონმა მოიტანა მოგება 4 გულდენი და 31 ცენტი.
 
=== 1950 - 1965 პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სარბიელი ===
1950 წლის ზაფხულში, როდესაც კლუბი ზეიმობდა თავის 50 წლის იუბილეს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ხედვა ფეხბურთისადმი მთელს ჰოლანდიაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა კორ ვან დერ ჰაარტმა მოაწერა საფეხბურთო კონტრაქტს ხელი ფრანგულ ლილთან და მას დაუნიშნეს ხელფასი. შემდეგი იყო „აიაქსის“ კაპიტანი იოპ სტოფელენი, რომელიც გადავიდა პარიზულ „რასინგში“. ცოტა ხანში თითქმის მთელი ჰოლანდიის ნაკრები წავიდა საზღვარგარეთ. ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცა ხვდებოდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესი დაღუპავდა ჰოლანდიურ ფეხბურთს და სწრაფად უნდა ემოქმედა სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გადამკიდე, ფულის გადახდა იმაში, რომ კვირაობით ადამიანებს ფეხბურთი ეთამაშათ წარმოუდგენელი იყო. დისკუსიები გაიწელა რამდენიმე წლის განმავლობაში და ამან გამოიწვია დიდი რეგრესი ჰოლანდიურ ფეხბურთში. კლუბების დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ქვეყანაში დაკანონებულიყო პროფესიონალის სტატუსი. „აიაქსი“ მმართველობა თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამას. 1954 წელს კლუბის წევრების სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ჰოლანდიური ფეხბურთი ამით ბევრს წააგებდა. ამ პერიოდში KNVB (ჰოლანდიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაცია)-სთან ერთად შეიქმნა NBVB (ჰოლანდიის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაცია). მათ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და 1954 წელს სტარტი აიღო ერთდროულად ორმა ჩემპიონატამა. იანვრის ბოლოს როგორც იქნა შედგა შეთანხმება და ორივე ლიგა გაერთიანდა. 1956-1957 წლებში შეიქმნა ახალი საფეხბურთო ლიგა, რომელსა დაერქვა სახელი „საპატიო ლიგა“ (Eredivisie). შეიქმნა ერთიანი სტრუქტურა, რომლის ძირითადი პრინციპები და დებულებები დღემდე უცვლელია.
 
ამავე წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ლეგენდარულმა მარჯვენა ვინგერმა ჟააკ სვარტმა. ის ატარებს ტიტულს „Mister Ajax”. სვარტმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 603 ოფიციალური შეხვედრა და გაიტანა 228 გოლი. მას შემდეგ რაც პროფესიონალური ფეხბურთი გახდა ნორმალური მოვლენა მთელი ევროპისთვის, გაჩნდა საერთაშორისო ტურნირების იდეა. 1957 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ქვეყნის ჩემპიონის რანგში პირველად ჩაება ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ რაუნდში გუნდი შეხვდა კარლ მარქს შტადტის „ვისმუტს“ და დაამარცხა ორივე თამაშში ანგარიშით 3:1, 1:0. მეორე ტურში „აიაქსმა“ ვერაფერი გააწყო ბუდაპეშტის „ვაშაშთან“ და გამოეთიშა ორთაბრძოლას.
მას შემდეგ რა პროფესიონალური ფეხბურთი გახდა ნორმალური მოვლენა მთელი ევროპისთვის, გაჩნდა საერთაშორისო ტურნირების იდეა. 1957 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ქვეყნის ჩემპიონის რანგში პირველად ჩაება ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ რაუნდში გუნდი შეხვდა კარლ მარქს შტადტის „ვისმუტს“ და დაამარცხა ორივე თამაშში ანგარიშით 3:1, 1:0. მეორე ტურში „აიაქსმა“ ვერაფერი გააწყო ბუდაპეშტის „ვაშაშთან“ და გამოეთიშა ორთაბრძოლას.
 
60-იანი წლების დასაწყისიდან ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო აშკარა რეგრესი. გუნდმა ნელ-ნელა დათმო მოწინავე პოზიციები. 1962-1963 წლების სეზონში კლუბმა მოახერხა და დაიკავა მეორე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში. შემდეგ წელს „აიაქსი“ გავიდა მეხუთე პოზიციაზე. ხოლო 1964-1965 გუნდის სეზონის შედეგები იყო ყველაზე ცუდი არსებობის ისტორიაში - მეცამეტე ადგილი თქვსმეტგუნდიან ლიგაში და თასიდან გამოვარდნა სამოყვარულო გუნდთან წაგების შემდეგ. ბედის ირონიით ამ ურთულეს პერიოდში „აიაქსში“ მოვიდა 17 წლის გამხდარი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა სტადიონის პირდაპირ, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად „დე მეერზე“. 1964 წლის 24 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „GVAV“ - ის წინააღმდეგ. აიაქსმა წააგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:3. ერთადერთი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა. იმავე პერიოდში საშინელი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ბიკ ბაკინგემი. 1965 წლის იანვარში მისი ადგილი დაიკავა „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რინუს მიხელსმა. სათავე დაედო ოქროს „აიაქსის“ მშენებლობას.
 
ამსტერდამის „აიაქსის“ ყველა ფეხბურთელი მეკარის გარდა თამაშის ბოლომდე ასწრებდა ეთამაშა თითქმის ყველა პოზიციაზე. პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: თითოეული ფეხბურთელი მოქმედებს იქ, რა სტატიკურ პოზიციაზეც აღმოჩნდა ბურთის დაუფლების მომენტში. ესეთი ესეთი სახით წარმოგვიდგა მაშინდელი ჰოლანდია: ტოტალური ფეხბურთი — „ორგანიზებული ქაოსი“.
 
ასეთი იყო იმდროინდელი „აიაქსი“
 
70-იანი წლების მეორე ნახევარში ჰოლანდიურ ფეხბურთში ჩამოყალიბდა და საშიში სახე მიიღო „საფეხბურთო ხულიგნობამ“. ე.წ. „ნიდერლანდელი ულტრასები“ ევროპაში დამკვიდრდნენ როგორ ყველაზე სასტიკი და მძლავრი დაჯგუფებები. პირველი სერიოზული სიგნალი იყო 1976 წლის 24 ოქტომბრის მატჩი. „დე მეერზე“ ათასამდე უტრეხტელი ხულოგანი ჯაჭვებითა და შტირებით დაერია ადგილობრივ მაყურებლებს. სწორედ აქედან დაიწყო „აიაქსის“ და „უტრეხტის“ მტრობა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ასევე როტერდამელები. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სულ უფრო და უფრო იზრდება ფანატთა გავლენა გუნდებზე და მათ ხელმძღვანელობაზე. რაღა თქმა უნდა „აიაქსიც“ არ ჩამორჩა ამ მოძრაობას.
 
701970-1980-80 იანი წლების მიჯნაზე „დე მეერზე“ გაჩნდნენ ახალი გმირები. მარჯვენა ვინგერი ტჩუ ლა ლინგი, მარცხენა თავდამსხმელი საიმონ ტახამატატაჰამატა. პერიოდულად გუნდი ახერხებდა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას, თუმცა მთავარი მიზანი - ევროპული თასები მიუღწეველი იყო. რეალურად 1976-1986 წლებში „აიაქსი“ „ხელწამოსაკვრელ“ გუნდად ითვლებოდა ევროპაში. ყველაზე კარგი მიღწევა ამ პერიოდში იყო 1979-1980 წლებში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი.
 
აღნიშნულ პერიოდში ევროპაში საკმაოდ შეიცვალა სატრანსფერო პოლიტიკა. ყველაფერთან ერთად დაიწყო ჰოლანდიელ ფეხბურთელთა მიგრაცია ევროპის წამყვან ლიგებში. ყოველივე ამან ძალზედ უარყოფითად იმოქმედა ამსტერდამულ გუნდზე. “აიაქსი“ გახდა ნაკლებად ჰოლანდიური გუნდი. დაიწყო ჰოლანდიაში ფეხბურთელთა შემოდინება მეორე ხარისხოვანი ქვეყნებიდან. ამსტერდამელების პირველი სატრანსფერო ნაბიჯები იყო დანიიდან ფრენკ არნესენის, სორენ ლერბიუს და ჰენონგ იენსენის შეძენა. ეს მოხდა 1979 წელს, ხოლო შემდეგ სეზონში იყიდეს იესპერ ოლსენი. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გუნდი ძირითადად მაინც დამოკიდებული იყო თავისი სკოლის აღზრდილებზე და „აიაქსის“ ლეგენდარული სკოლაც დაუზარელად ძერწავდა ახალ - ახალ ტალანტებს. 80 - იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სრულიად ახალი სახეები: მცველი სონი სილოი, ნახევარმცველი ჯერალდ ვანენბურგი, მარცხენა ვინგერი ჯონ ვან ტსხიპი და [[ფრანკ რეიკარდი]]. ხოლო ვიმ კიფტი პირდაპირ ამსტერდამის ქუჩებიდან აიყვანეს ძირითად გუნდში. მაგრამ უმრავლესობის აზრით ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებდა 16 წლის ბავშვი, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, [[მარკო ვან ბასტენი]].
იოჰან კრუიფი -ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი მსოფლიოში. „აიაქსი“ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში 1985 წელს, როდესაც კრუიფი დაბრუნდა კლუბში მთავარ მწვრთნელად. „იოპს“ სჯეროდა ამ გუნდის და მისი ახალგაზრდული შემართების. მშრალი ათწლეულის შემდეგ ამსტერდამის სიამაყე ფეხზე უნდა წამომდგარიყო.
 
თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში კრუიფმა მოიგო ნაციონალური თასი და მოიპოვა უფლება ეასპარეზა ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამასებაში. „აიაქსმა“ შეძლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ ევროტურნირის მოგება, დასრულდა 14 წლიანი ლოდინი. და ეს ყველაფერი ისევ დიდი ჰოლანდიელის თაოსნობით, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში. გათამაშების პირველ ეტაპზე „აიაქსმა“ უპრობლემოდ დაძლია თურქული „ბურსასპორის“ და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ბარიერები. მეოთხედფინალში დამარცხებული იქნა შვედური მალმიო...... ნახევარფინალი - ამსტერდამელებს უკვე აღარც ახსოვდათ ბოლოს როდის იყვნენ იქ. ამ ეტაპზე მათი მეტოქე იყო ესპანური „სარაგოსა“, რომელიც ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და 3:0. წინ იყო ფინალი, სადაც „აიაქსმა“ მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლით დაამარცხა ლაიპციგის „ლოკომოტივი“. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი ფანებისთვის. თუმცა ეს ზეიმი ჩაშხამდა ერთი უსიამოვნო ინფორმაციით, მილანმა იყიდა ფინალის გმირი მარკო ვან ბასტენი. გოლეადორი დუბლით დაემშვიდობა ამსტერდამს თავის ბოლო მატჩში „დენ ჰააგასა“ წინააღმდეგ და დაიწყო მისი ტრიუმფალური კარიერა მილანის შემადგენლობაში.
 
შემდეგ სოზენში „აიაქსი“ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ისე გავიდა ფინალში, რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ვან ბასტენის, სონი სილოის და ფრანკ რეიკაარდის წასვლის შემდეგ გუნდს ძალზედ გაუჭირდებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემა გახდა კრუიფის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. იოჰანი ითხოვდა ფულს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, რომელიც მან ვერ მიიღო. შესაბამისად 1988 წლის 4 იანვარს იგი გადადგა. მისმა თანაშემწეებმა: ბარი ჰულსხოფმა, სპიცა კონამ და ბობი ჰარმსმა გუნდი კვლავ გაიყვანეს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. მოწინააღმდეგე იყო ბელგიური „მეხელინი“, რომელსაც წვრთნიდა ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ად დე მოოსი. თამაშის მეათე წუთზე წითელი ბარათი მიიღო დენი ბლინდმა. მიუხედავად ამისა „აიაქსი“ მაინც დომინირებდა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ ბელგიელების ჰოლანდიელმა ფორვარდმ პიტ დენ ბურმა გაიტანა ერთადერთი გოლი და „დე მეერელები“ დამარცხდნენ. ამას თან დაერთო ისიც, რომ ფინალის შემდეგ „მეხელენმა“ „აიაქსს“ დასტყუა ფორვარდი ჯონი ბოსმანი. ამით დასრულდა კიდევ ერთი ბრწყინვალე თაობის მოღვაწეობა ჰოლანდიურ გრანდში.
 
ამასობაში წინ მიიწევდა „პსვ“. გუნდმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ეროვნული პირველობა და ზედ ევროპის ჩემპიონთა თასიც მიაყოლა. ამ დროს მწვრთნელი იყო ჯერ კიდევ უცნობი გუუს ჰიდინკი. სანაკრებო ბატალიებზე ჰოლანდიამ როგორც იქნა გატეხა ნავსი და ბრწყინვალე კოლექტივმა მოიგო 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი. გუნდს სათავეში ედგა კვლავ ლეგენდარული რინუს მიხელსი. ხოლო „მილანის ტრიო“ — ვან ბასტენი, [[რუდ გულიტი|გულიტი]], რეიკარდი იყო მართლაც შთამბეჭდავი. ფინალურ მატჩში ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ქვეყანაში უდიდესი ზეიმი იყო, ხოლო ამსტერდამის „აიაქსს“ მორიგი, ყველაზე სერიოზული კრიზისული პერიოდი ეწყებოდა.
 
=== 1988-1991 ბეწვის ხიდზე ===
იმის ყურება, თუ როგორ მიდიან სხვაგან კლუბის ტალანტები ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც მიდიან უფასოდ — ეს გაცილებით მძიმეა ყველასთვის. [[მარკო ვან ბასტენი]] „მილანში“ გადავიდა 500 00 დოლარად, ხოლო [[ფრანკ რეიკარდი]] სულ უფასოდ წავიდა კლუბიდან. „აიაქსის“ პრეზიდენტი ტონ ჰერსენემი დარჩა არაფრით. არ იყვნენ ფეხბურთელები და არ იყო ფული.... ხოლო [[დენის ბერგკამპი]], დე ბურები, ბრაიან როი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ახალი შენაძენები ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მხოლოდ სტეფან პეტერსონმა გაამართლა იმედები.
 
გერმანელმა მწვრთნელმა კურტ ლინდერმა მიიღო მეტად სარისკო გადაწყვეტილება და გუნდს დააწყებინა 4-4-2 ტატიკით თამაში. ამას მოყვა საშინელი რეაქცია ფანებისგან. „ტრიბუნა“ განრისხებული იყო და ობსტრუქციას უწყობდა გერმანელს. 1988-1989 წლების იყო ყველაზე საშინელი და ამას თან სდევდა უმძიმესი ფინანსური კრიზისი. პირველი შვიდი თამაშიდან გუნდმა წააგო ოთხი. კურტ ლინდერი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მთავარი დამნაშავე იყო კლუბის მმართველობა, რომელმაც ვერ გაუძლო წნეხს და დატოვა დაკავებული თანამდებობა. „აიაქსი“ ძალიან ახლოს იყო გაბანკროტებასთან. ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა უამრავი სატრანსფერო დარღვევა და დაპატიმრებულ იქნა ბევრი ადამიანი. კლუბმა განიცადა უმძიმესი დარტყმა. არსებული სიტუაციის ფონზე მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთებს ამ პატარა ბიჭებმა. გუნდმა მოახერხა ზედიზედ თორმეტი გამარჯვების მოპოვება და გავიდა მეორე ადგილზე.
 
კლუბის სათავეში მოვიდა 70-იანი წლების „აიაქსის“ ლეგენდარული პრეზიდენტის იაპ ვან პრააგის შვილი, მიხხაელ ვან პრააგი. მას დახვდა კატასრტოფული მდგომარეობა. გუნდის გადასარჩენად მოიყვანეს ახალი მწვრთნელი ლეო ბეენჰაკერი, რომელიც უკვე იყო მადრიდის „რეალის“ და ჰოლანდიის ნაკრების სატავეში. თავიდან ამ ნაბიჯმა შედეგები ვერ გამოიღო. გუნდმა ექვსი თამაშიდან წააგო სამი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც „აიაქსს“ დაემართა უეფას თასზე. პირველივე ტურში ამსტერდამელები გათამაშებიდან გამოაგდო ავსტრიულმა „აუსტრია მემფისმა“. პირველი თამაში გუნდმა დათმო 0:1, ხოლო მეორე მატჩის დამატებით დროში, როდესაც ავსტრიელებმა ანგარიში გაათანაბრა, განრისხებული „ტრიბუნა F“ აბობოქრდა და დაიწყოს „დე მეერის“ ლეწვა. სტუმართა მეკარეს თავში უამრავი რაღაცა მოხვდა. შედეგად, ტენიკური მარცხი და ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია ევრო ტურნირებიდან, პლის სოლიდური ფულადი ჯარიმა. კლუბის წინაშე დადგა ელემენტარულად გადარჩენის ამოცანა....
 
შემდეგ სეზონში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძალიან ახალგაზრდა გუნდმა ბერგკამპის, დე ბურების რიხარდ ვიჩგეს, ბრაიან როი და მარსიანო ფინკის ძალისხმევით მოახერხეს ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რიგით ოცდამესამე. ეს გმირობის ტოლფასი იყო. რომ არა ის სავალალო დისკვალიფიკაცია, პირველად 1985 წლის შემდეგ „აიაქსი“ ითამაშებდა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თუმცა ერთი უსიამოვნო ფატი მაინც მოხდა: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფან პეტერსონი 7 თვით დაიმტვრა. მაგრამ მთავარი დარტყმა იყო 1990-1991 წლების სეზონის შუაში ლეო ბეენჰაკერის წასვლა მადრიდის „რეალში“. მიახელ ვან პრააგის ემოციური რეპლიკა: „მე თავს ვგრძნობ იეს, თითქოს მიღალატეს და დამამცირეს“.
 
{{საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულები ფეხბურთში}}
 
[[კატეგორია:აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)]]
[[კატეგორია:ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბები]]