სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

1918 წლის დეკემბერში გაჩაღებული ომის შედეგად სომხეთის ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ვერცერთ დასახულ მიზანს. დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ამ ომის შედეგად [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის]] ტერიტორია არ გაზრდილა არცერთი კვადრატული კილომეტრით. კონფლიქტამდე ოსმალეთის კონტროლს ქვეშ მყოფი ახალქალაქის მაზრა მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, ხოლო ბორჩალოს მაზრაში სომხეთის არმიას ომამდელ პოზიციებზე მოუწია დაბრუნება. ასევე არ გამართლდა მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ ოფიციალურ ერევანს. არარეალისტურად იქცა დაშნაკთა სურვილი ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით შეექმნათ დიდი სომხეთი. ამავდროულად ომის დამამთავრებელ ეტაპზე განცდილი მძიმე მარცხის შედეგად, ნათლად წარმოჩინდა ახალგაზრდა რესპუბლიკის სამხედრო სისუსტე.
 
ორაზროვანი იყო ომის შედეგები საქართველოსთვისაც. 1918 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში ომის ყველა ფრონტზე მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ზავის დადებამ აღარ მისცა საშუალება სამხედროებს განევითარებინათ შეტევა და დაბრუნებულიყვნენ კონფლიქტამდელ პოზიციებზე მდ.კამენკაზე. ამავდროულად ომის დამამთავრებელ ეტაპზე ქართულმა არმიამ სრული უპირატესობა მოიპოვა, როგორც რაოდენობრივი ისე ტექნიკური კუთხით. 31 დეკემბრისთვის ბორჩალოს მაზრაში საქართველოს არმია შემდეგ ძალებს ითვლიდა: II დივიზიის IV, V და VI ქვეითი პოლკები (1 600, 2 500 და 1 200 სამხედრო), II ცხენოსანი პოლკი (600 სამხედრო), მანგლისის II სასაზღვრო რაზმი (300 სამხედრო), ჰაუბიცების ბატარეა (350 სამხედრო), II საარტილერიო ბრიგადა (119 სამხედრო), ლეგიონი (640 სამხედრო), ოფიცრების განსაკუთრებული რაზმი (450 სამხედრო), თელავის ცხენოსანთა რაზმი (100 მოხალისე), შერეული მუსლიმური ბატალიონი (500 მოხალისე), მუსლიმური რაზმი (200 მოხალისე) და სახალხო გვარდია (1 300 გვარდიელი), სულ 10 000-მდე სამხედრო და მოხალისე. ეს ძალები სრულად საკმარისი იყო წარმატების განსავითარებლად, ბრძოლებში გამოფიტული და ბოლო კვირის განუწყვეტელი დამარცხებებით დემორალიზებული სომხეთის არმიის საბოლოოდ გასატეხად. როგორც ამიერკავკასიაში გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ხელმძღვანელი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი წერდა: ''"ქართველებს თავიანთი გამარჯვების გამოყენებაში ინგლისელებმა შეუშალეს ხელი."''. ამ შეხედულებას იზიარებდნენ ქართველი სამხედროებიც, რომელთაც ომის გაგრძელება სურდათ, რათა ბრძოლის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოეტანა საქართველოსთვის.
 
მეორე მხრივ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ხელისუფლებამ შეძლო მოქნილი დიპლომატიური პოლიტიკა გაეტარებინა. რამდენიმე თვის წინ გერმანიასთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, ქართველმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა მოკლე პერიოდში კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაამყარეს [[ანტანტა|ანტანტის]] სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. შედეგად თავდაპირველად პროსომხური შეხედულებების მქონე ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების პოზიცია შეიცვალა და ისინი მეომარი მხარეების მიმართ ნეიტრალურად განეწყვნენ. დიპლომატიურ ფრონტზე მიღწეული წარმატებისა და სამხედროების მიერ ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა, ის რომ საქართველომ დაიბრუნა ახალქალაქის მაზრა და ჯავახეთზე სომხეთის პრეტენზია არარეალისტურად იქცა. ამავდროულად შეუსრულებელი დარჩა სომეხთა მიზანი ბორჩალოს მაზრასთან დაკავშირებითაც. ქვემო ქართლი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა, ხოლო ლორეს უბნის ჩრდილოეთი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობის ქვეშ ქართულ-სომხურ კონდომინიუმად იქცა.
1 114

რედაქტირება