სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ომის შემდეგ ==
[[ფაილი:The_First_Armenian_Republic_1918-1920.gif|მინი||282x282px|კავკასია 1919-1920 წ.წლებში]]
1919 წლის 9-17 იანვარს [[თბილისი|თბილისში]] გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ნაწილი, ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად იქცა 1918 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოსა და სომხეთის არმიებს შორის არსებული ფრონტის ხაზი, ხოლო სამხრეთ საზღვარმა გაიარა მდ.კამენკაზე, რომელიც 1918 წლის ივნისიდან საქართველო-ოსმალეთის, ხოლო 18 ოქტომბრიდან საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენდა. ვინაიდან ეს ტერიტორია პრაქტიკულად მთლიანად მოიცავდა ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილს, მას [[ლორეს ნეიტრალური ზონა]] ეწოდა. საქართველოს არმიის ნაწილები დარჩნენ 31 დეკემბრისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე, ხოლო სომხეთის არმიამ უკან დაიხია და ომამდელ პოზიცებს დაუბრუნდა მდ.კამენკის სამხრეთით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ბორჩალოს მაზრაში განლაგებული ქართული და სომხური გარნიზონების რაოდენობაზე, რომელსაც არცერთი მხრიდან არ უნდა გადაეჭარბებინა 660 სამხედროსა და მესაზღვრისთვის. ამავდროულად საქართველოს არმიას ახალქალაქის მაზრაში არ უნდა გადაეჭარბებინა 2 როტისთვის (225 სამხედრო და 1 მეტყვიამფრქვევეთა რაზმი). ეს შეთანხმება მხარეებს 14 იანვრის 24 საათამდე უნდა შეესრულებინათ. 1919 წლის 15-21 იანვარს კი რესპუბლიკებს დემობილიზაცია უნდა ჩაეტარებინათ და არმიები მშვიდობიანობისას არსებულ რაოდენობამდე დაეყვანათ.
 
1 114

რედაქტირება