სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 78:
===სომხეთის შეტევა===
[[ფაილი:General_Dro.jpg|მინი|დრასტამატ კანაიანი]]
1918 წლის 5 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის სოფელ [[ოძუნი|უზუნლარში]] (დღევანდელი [[ოძუნი]]) განხორციელდა თავდასხმა ქართველ სამხედროებზე, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ომის დაწყების მაუწყებლად იქცა. თუმცა საწყის ეტაპზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომში ღიად ჩართვას, ლორეში მცხოვრები სომხების სახელს უკან ამოფარება არჩია. სომხეთის ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით ლორელი სომხებისაგან ჩამოყალიბდა შეიარაღებული რაზმები. აღსანიშნავია რომ ამ შენაერთების შემადგენლობაში შევიდნენ არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ სომხეთის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებებს. ამავდროულად გაწეულ იქნა სამზადისი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დასაწყებად, საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვართან გადასროლილ იქნა სომხეთის არმიის I მსროლელი დივიზიის I პოლკის ბატალიონები, II მსროლელი დივიზიის IV, V და VI პოლკები, 26 ზარბაზანი და 7 სამთო ქვემეხი, ასევე საკავალერიო ბრიგადის ოთხი4 ესკადრონი. ჯამში ლორეს მიმართულებით სომხეთის არმიის სარდლობამ თავი მოუყარა 6 500-7 000 სამხედრო მოსამსახურეს, მათ გარდა როგორც აღინიშნა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომში ჩაერთვნენ [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრაში]] მოქმედი შეიარაღებული სომხური რაზმები. საქართველოსთან ომში სომხეთის არმიის მეთაურობა დაეკისრა გენერალ [[დრასტამატ კანაიანი|დრასტამატ კანაიანს]].
 
იმ დროს როდესაც სომხეთის ხელისუფლება და სამხედრო მეთაურობა საფუძვლიანად მოემზადა ომის დასაწყებად, საქართველოს მთავრობასა და სარდლობას არ წარმოედგინა მოვლენების ამგვარი განვითარება, შესაბამისად არავითარი წინასწარი ღონისძიებები არ გატარებულა შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად. ლორეში კრიტიკულად მცირე რაოდენობის ქართველი სამხედრო იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი [[ალავერდი (ქალაქი)|ალავერდი]]-[[სანაჰინი|სანაინის]] მიმართულებით შედგებოდა მცირერიცხოვანი მესაზღვრეებისა და თბილისის საგუბერნიო ბატალიონის ნაწილისაგან, რომელთა ჯამური რაოდენობა 200 სამხედროს არ აღემატებოდა. ასევე უკიდურესად მცირერიცხოვანი იყო [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]]-[[პრივოლნოე (სომხეთი)|პრივოლნოეს]] მიმართულებით განლაგებული ქართული შენაერთი გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილის მეთაურობით. ეს რაზმი შედგებოდა შერეული კონტიგენტისგან რომელშიც შედიოდნენ: მესაზღვრეები, საგუბერნიო ბატალიონის 1 ასეული და [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] საარტილერიო დივიზიონის ქვედანაყოფი, სულ 300 სამხედრო.