სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 84:
9 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი გიორგი წულუკიძე შეეცადა აღედგინა მართლწესრიგი სოფელ უზუნლარში, ამ მიზნით შეიქმნა მცირერიცხოვანი შერეული რაზმი რომელმაც ორ კოლონად დაიწყო შეტევა სოფლის მიმართულებით, ბრძოლაში ქართული მხრიდან ჩართული იყო ჯავშანმატარებელიც. თორმეტსაათიანი ბრძოლის შემდეგ უზუნლარზე კონტროლის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქართველებს ამ ბრძოლაში მრავალრიცხოვანი სომხური რაზმები დაუპირისპირდნენ რომლებიც გაძლიერებული იყვნენ რეგულარული ნაწილებით. გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ თავდაპირველად მიიჩნია, რომ საქმე ჰქონდა ცალკეული ბანდების მოქმედებებთან რომელთაც სომხეთის არმია უწევდა გარკვეულ დახმარებას, ამდენად მხოლოდ შეზღუდული დახმარების გაგზავნა მოითხოვა [[თბილისი|თბილისიდან]]. იგივე მოსაზრება ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, 9 დეკემბერს ოფიციალური [[ერევანი|ერევნისთვის]] გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში მხოლოდ სომხეთის არმიის ცალკეული ნაწილების ქმედებაზე გამახვილდა ყურადღება და მოუწოდებდნენ სომხურ მხარეს არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებები გაეტარებინათ.
 
სანამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] მთავრობა და სამხედრო მეთაურობა გაერკვეოდა თუ რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდათ საქმე, [[ლორეს პროვინცია|ლორეში]] მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 10 დეკემბრიდან სომხებმა ქართული ძალების ზურგში დაიწყეს მოქმედება, გაითვალისწინეს რა ოქტომბრის მარცხიანი გამოცდილება ისინი უპირველეს ყოვლისა სარკინიგზო ხაზებს აზიანებდნენ, რათა ქართველებს ჯავშანმატარებლების გამოყენება ვერ მოეხერხებინათ. 11 დეკემბერს სომეხთა ძალები უკვე სადგურ [[ალავერდი (ქალაქი)|ალავერდის]] მიდამოებში გამოჩნდნენ, მათ ისარგებლეს ადგილის რთული რელიეფით, განლაგდნენ მთებზე და მათთვის ხელსაყრელი პოზიციებიდან განუწყვეტელი იერიში მიჰქონდათ ქართულ პოზიციებზე. გენერალმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა შტაბთან და ძირითად ძალებთან ერთად ალავერდში გადაენაცვლა და იქ გამაგრებულიყო, სანაინში მცირერიცხოვანი რაზმი და ჯავშანმატარებელი იქნა დატოვებული პოდპოლკოვნიკ რამაზაშვილის მეთაურობით. 11-12 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ ქართულმა ნაწილებმა შეძლეს გამაგრებულიყვნენ სადგურ ალავერდში და დაეკავებინათ გარშემო მდებარე სიმაღლეები. 13 დეკემბერს განხორციელდა ალყაში მოქცეული [[სანაჰინი|სანაინის]] დებლოკირების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. გააფთრებული ბრძოლებისა და სომხეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურობაში არსებული გაურკვევლობის გამო, ბრძოლის ეპიცენტრში მყოფი ქართული ძალები მხოლოდ მცირე დახმარებას ღებულობდნენ, რომელთაც არ შეეძლოთ მოვლენების მსვლელობა შეეცვლათ. ასე მაგალითად 9 დეკემბერს გენერალ გიორგი წულუკიძეს გაეგზავნა დამატებით 1 ასეული 150 სამხედროს შემადგენლობით და ორი2 ტყვიამფრქვევით. 11 დეკემბერს ლორეში გაიგზავნა კიდევ ორი2 ასეული, ორი2 საველე ქვემეხითა და მორტირების ორი2 ოცეულით. 14 დეკემბრისთვის ალავერდის მიმართულებით შეტევაზე გადასულ სომხურ ნაწილებს, დაახლოებით ათმაგი უპირატესობა გააჩნდათ ქართველებთან შედარებით. ისარგებლა რა შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობით გენერალმა [[დრასტამატ კანაიანი|დრასტამატ კანაიანმა]] წერილობით მიმართა ქართულ სარდლობას, დაადანაშაულა ქართველი სამხედროები [[სომხები|სომხური]] მოსახლეობის ჩაგვარაში და წაუყენა ულტიმატუმი სასწრაფოდ დაეტოვებინათ "მათი" ტერიტორიები.
 
14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და [[სადახლო|სადახლოს]] მიმართულებით დაეხია უკან. სომეხთა მასირებული შეტევების, რიცხობრივი უპირატესობით განპირობებული ფლანგური გარეშემოვლებისა და ზურგში ადგილობრივი სომხური ბანდების აქტიური ქმედებების გამო მცირერიცხოვან ქართულ ძალებს სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სერიოზული დანაკარგებით მოუწიათ უკანდახევა. 14-15 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ გენერალმა წულუკიძემ, მისმა შტაბმა და ქართველ სამხედროთა ნაწილმა გაიკვლია გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და 15 დეკემბრის 20 საათისთვის მიაღწია სადგურ სადახლოს. უკან დახევისას გენერლისა და მისი რაზმის დაფარვის ოპერაციას ახორციელებდა პრაპორშიკ კანდელაკის ოცეული.