სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 157:
 
[[ფაილი:Gvardia3.jpg|მინი||282x282px|საქართველოს სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი]]
25 დეკებერს 15 საათზე საარტილერიო დაბომბვის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს შეტევა შულავერის მიმართულებით. გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით სახალხო გვარდიის ნაწილებმა განახორციელეს ფლანგური გარეშემოვლა, დაიკავეს სოფელი მამხუტი და დასავლეთიდან განხორციელებული შტურმით აიღეს ქალაქის გარშემო მდებარე სიმაღლეები. შულავერისთვის ბრძოლაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისტორიაში პირველად ჩაერთო ავიაციაც, კერძოდ პოდპორუჩიკ გორგაძის მეთაურობით ქართველმა მფრინავებმა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახოციელეს ფრონტის ხაზზე და დაბომბეს მოწინააღმდეგის პოზიციები. თუმცა 25 დეკემბრის ბრძოლებში მიღწეული წარმატების განვრცობა ვერ მოხერხდა შულავერის გარშემო მდებარე სიმაღლეებზე განლაგებული სახალხო გვარდიის ნაწილების არადისციპლინირებულობის გამო, რომელთაც ღამე დატოვეს აღებული სიმაღლეები და დაბრუნდნენ მამხუტში. 26 დეკემბერს გვარდიელებმა მეორედ აიღეს სიმაღლეები, ნადავლის სახით ხელთ იგდეს 2 ტყვიამფრქვევი, მაგრამ დაღამებისას კვლავ დატოვეს პოზიციები და ისევ სოფელში დაბრუნდნენ. ასეთი გამაოგნებელი ქცევის მიზეზად ბრძოლებში მონაწილე გვარდიელები ძლიერ ყინვას ასახელებდნენ, რის გამოც მათ სიმაღლეებზე დარჩენა არ სურდათ. გენერალმა ქრისტეფორე ჩხეტიანმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ასეთი არადისციპლინირებული კონტიგენტის მეთაურობას. 27 დეკემბერს გიორგი მაზნიაშვილი V პოლკის ქვედანაყოფებთან ერთად კიდევ ერთხელ შეეცადა აეღო ქალაქი, თუმცა არასათანადო მხარდაჭერის გამო გენერალმა დასახული მიზნის შესრულება ვერ შეძლო. იმავე დღეს სომხეთის სამხედრო მეთაურობამ დამატებით კიდევ ერთი1 მსროლელი პოლკი გადაისროლა შულავერში. ამავდროულად სომეხი სამხედროები გამოჩნდნენ სარკინიგზო ხაზის მიმართულებითაც, დაიკავეს სოფელი [[ზემო სარალი]] და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სადგურ [[ქვემო სარალი|ქვემო სარალის]] მიმართულებით სადაც გენერალ მაზნიაშვილის შტაბი და ქართველთა რეზერვები იყვნენ განლაგებული, თუმცა სომეხთა ამ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.
 
დაჩქარებული ტემპებით ჩატარებული მობილიზაციისა და არმიის სხვადასხვა ნაწილების ფრონტის ხაზზე გადასროლის შედეგად გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფი ძალების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ამდენად საქართველოს არმიის მეთაურობამ შულავერი-სადახლოს მიმართულებით ახალი ოპერაცია დაგეგმა, ამჯერად გადაწყდა კომბინირებული შეტევის მიტანა როგორც ქალაქზე, ისე ქვემო სარალიდან სადახლოს მიმართულებით სარკინიგზო ხაზის გასწვრივ. 28 დეკემბერს ორსაათიანი საარტილერიო დამუშავების შემდეგ, 10 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე გაშლილი 3 500 ქართველი სამხედრო და მოხალისე შულავერის მიმართულებით გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ქალაქის გასათავისუფლებლად ყველაზე საპასუხისმგებლო როლის შესრულება V და VI პოლკებს დაეკისრათ. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სომხებმა რამდენჯერმე სცადეს კონტრშეტევის წამოწყება, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დღის ბოლოს საქართველოს არმიამ დაიკავა შულავერის გარშემო მდებარე ყველა სიმაღლე და არსებითად ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ღამე სომხეთის არმიამ ქალაქი დატოვა და სამხრეთისკენ უკანდახევა დაიწყო. 28 დეკემბერს შულავერის ბრძოლაში სომხებმა 200 სამხედრო და მოხალისე დაკარგეს, საგრძნობი იყო დანაკარგი ქართულ მხარესაც. შულავერის ბრძოლაში საქართველოს არმიამ ტყვედ აიყვანა სომხეთის არმიის 7 ოფიცერი და 107 რიგითი, ნადავლის სახით ქართულ მხარეს დარჩა 4 ზარბაზანი, 15 ტყვიამფრქვევი, საარტილერიო საზიდრები და საომარი მასალა. 29 დეკემბრის დილას, ქართულმა ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ყველა სამეთვალყურეო პოსტი, აიყვანეს ტყვეები და შევიდნენ ქალაქში. შულავერის სომხური მოსახლეობის დელეგაცია გამოცხადდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან, გამოაცხადეს მორჩილება და ითხოვეს პატიება. ომის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი გათავისუფლდა თავდამსხმელებისგან.