სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 146:
მას შემდეგ რაც საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა, შულავერის მიმართულების სარდლად II ქვეითი დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი [[გიორგი მაზნიაშვილი]] დაინიშნა, მისი მოადგილის თანამდებობა გენერალმა გიორგი სუმბათაშვილმა დაიკავა, ხოლო საველე შტაბის უფროსობა არმიის ყოფილ მთავარსარდალს [[გიორგი კვინიტაძე|გიორგი კვინიტაძეს]] დაეკისრა. გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი სუმბათაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მიერ გატარებული ენერგიული ღონისძიებების შედეგად ქართველმა სამხედროებმა და მოხალისეებმა მოკლე დროში შეძლეს თავდაცვიდან შეტევაში გადასულიყვნენ, მოეპოვებინათ უპირატესობა და მიეღწიათ გამარჯვებისთვის.
 
24 დეკემბერს ღამის 4 საათზე, ერთი1 ესკადრონის, ჯავშანმატარებლისა და არტილერიისგან შემდგარმა მცირერიცხოვანმა ქართულმა ავანგარდმა გენერალ-მაიორ გიორგი სუმბათაშვილის მეთაურობით, გადალახა მდ.ხრამი და შეტევაზე გადავიდა. ქართველების მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გამოჩენა სომეხთა სარდლობისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ჩათვალეს რომ მათ საქართველოს არმიის ძირითადი ძალები უპირისპირდებოდნენ და სასწრაფოდ [[შულავერი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)|პატარა შულავერისკენ]] დაიწყეს უკანდახევა. მტრის მიერ დაშვებული შეცდომით მაშინვე ისარგებლა გენერალმა და განავრცო შეტევის სიღრმე, 8 საათზე სუმბათაშვილის განკარგულებაში მყოფმა ესკადრონის ნახევარმა დაიკავა [[ქვემო სარალი|ქვემო სარალის]] სარკინიგზო სადგური და სიმაღლეები მის გარშემო. ამავდროულად ქართულმა მხარემ შევსება მიიღო [[თელავი|თელავიდან]] ფრონტის ხაზზე გადასროლილი VI მსროლელი პოლკის ერთი1 ათასეულის, მეტყვიამფრქვევეებისა და სახალხო გვარდიის ცალკეული რაზმების სახით. 10 საათზე საარტილერიო დამუშავების შემდეგ ქვეითებმა გადაკვეთეს მდ.ხრამი, იერიშით აიღეს პატარა შულავერი და სოფელში მდებარე სარკინიგზო სადგური, სომხებმა ქალაქ შულავერის მიმართულებით დაიხიეს უკან. 12 საათზე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი შტაბთან ერთად, სანდარიდან (დღეს ქალაქ [[მარნეული|მარნეულის]] ნაწილი) სადგურ ქვემო სარალში გადავიდა. 24 დეკემბრის კონტრშეტევის შედეგად საქართველოს არმიამ მნიშვნელოვანი პლაცდარმი შეიქმნა მდ.ხრამის სამხრეთით, ხოლო სომხები იძულებული გახდნენ ყრუ თავდაცვაში ჩამდგარიყვნენ.
 
====შულავერის ოპერაცია====