სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
1918 წლის 5 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის სოფელ [[ოძუნი|უზუნლარში]] (დღევანდელი [[ოძუნი]]) განხორციელდა თავდასხმა ქართველ სამხედროებზე, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ომის დაწყების მაუწყებლად იქცა. თუმცა საწყის ეტაპზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომში ღიად ჩართვას, ლორეში მცხოვრები სომხების სახელს უკან ამოფარება არჩია. სომხეთის ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით ლორელი სომხებისაგან ჩამოყალიბდა შეიარაღებული რაზმები. აღსანიშნავია რომ ამ შენაერთების შემადგენლობაში შევიდნენ არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ სომხეთის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებებს. ამავდროულად გაწეულ იქნა სამზადისი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დასაწყებად, საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვართან გადასროლილ იქნა სომხეთის არმიის I მსროლელი დივიზიის I პოლკის ბატალიონები, II მსროლელი დივიზიის IV, V და VI პოლკები, 26 ზარბაზანი და 7 სამთო ქვემეხი, ასევე საკავალერიო ბრიგადის ოთხი ესკადრონი. ჯამში ლორეს მიმართულებით სომხეთის არმიის სარდლობამ თავი მოუყარა 6 500-7 000 სამხედრო მოსამსახურეს, მათ გარდა როგორც აღინიშნა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომში ჩაერთვნენ [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრაში]] მოქმედი შეიარაღებული სომხური რაზმები. საქართველოსთან ომში სომხეთის არმიის მეთაურობა დაეკისრა გენერალ [[დრასტამატ კანაიანი|დრასტამატ კანაიანს]].
 
იმ დროს როდესაც სომხეთის ხელისუფლება და სამხედრო მეთაურობა საფუძვლიანად მოემზადა ომის დასაწყებად, საქართველოს მთავრობასა და სარდლობას არ წარმოედგინა მოვლენების ამგვარი განვითარება, შესაბამისად არავითარი წინასწარი ღონისძიებები არ გატარებულა შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად. ლორეში კრიტიკულად მცირე რაოდენობის ქართველი სამხედრო იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი [[ალავერდი (ქალაქი)|ალავერდი]]-[[სანაჰინი|სანაინის]] მიმართულებით შედგებოდა მცირერიცხოვანი მესაზღვრეებისა და თბილისის საგუბერნიო ბატალიონის ნაწილისაგან, რომელთა ჯამური რაოდენობა 200 სამხედროს არ აღემატებოდა. ასევე უკიდურესად მცირერიცხოვანი იყო [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]]-[[პრივოლნოე (სომხეთი)|პრივოლნოეს]] მიმართულებით განლაგებული ქართული შენაერთი გენერალ-მაიორ გიორგი ციციშვილის მეთაურობით. ეს რაზმი შედგებოდა შერეული კონტიგენტისგან რომელშიც შედიოდნენ: მესაზღვრეები, საგუბერნიო ბატალიონის ერთი1 ასეული და [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] საარტილერიო დივიზიონის ქვედანაყოფი, სულ 300 სამხედრო.
 
9 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი გიორგი წულუკიძე შეეცადა აღედგინა მართლწესრიგი სოფელ უზუნლარში, ამ მიზნით შეიქმნა მცირერიცხოვანი შერეული რაზმი რომელმაც ორ კოლონად დაიწყო შეტევა სოფლის მიმართულებით, ბრძოლაში ქართული მხრიდან ჩართული იყო ჯავშანმატარებელიც. თორმეტსაათიანი ბრძოლის შემდეგ უზუნლარზე კონტროლის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქართველებს ამ ბრძოლაში მრავალრიცხოვანი სომხური რაზმები დაუპირისპირდნენ რომლებიც გაძლიერებული იყვნენ რეგულარული ნაწილებით. გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ თავდაპირველად მიიჩნია, რომ საქმე ჰქონდა ცალკეული ბანდების მოქმედებებთან რომელთაც სომხეთის არმია უწევდა გარკვეულ დახმარებას, ამდენად მხოლოდ შეზღუდული დახმარების გაგზავნა მოითხოვა [[თბილისი|თბილისიდან]]. იგივე მოსაზრება ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, 9 დეკემბერს ოფიციალური [[ერევანი|ერევნისთვის]] გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში მხოლოდ სომხეთის არმიის ცალკეული ნაწილების ქმედებაზე გამახვილდა ყურადღება და მოუწოდებდნენ სომხურ მხარეს არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებები გაეტარებინათ.
 
სანამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] მთავრობა და სამხედრო მეთაურობა გაერკვეოდა თუ რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდათ საქმე, [[ლორეს პროვინცია|ლორეში]] მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 10 დეკემბრიდან სომხებმა ქართული ძალების ზურგში დაიწყეს მოქმედება, გაითვალისწინეს რა ოქტომბრის მარცხიანი გამოცდილება ისინი უპირველეს ყოვლისა სარკინიგზო ხაზებს აზიანებდნენ, რათა ქართველებს ჯავშანმატარებლების გამოყენება ვერ მოეხერხებინათ. 11 დეკემბერს სომეხთა ძალები უკვე სადგურ [[ალავერდი (ქალაქი)|ალავერდის]] მიდამოებში გამოჩნდნენ, მათ ისარგებლეს ადგილის რთული რელიეფით, განლაგდნენ მთებზე და მათთვის ხელსაყრელი პოზიციებიდან განუწყვეტელი იერიში მიჰქონდათ ქართულ პოზიციებზე. გენერალმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა შტაბთან და ძირითად ძალებთან ერთად ალავერდში გადაენაცვლა და იქ გამაგრებულიყო, სანაინში მცირერიცხოვანი რაზმი და ჯავშანმატარებელი იქნა დატოვებული პოდპოლკოვნიკ რამაზაშვილის მეთაურობით. 11-12 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ ქართულმა ნაწილებმა შეძლეს გამაგრებულიყვნენ სადგურ ალავერდში და დაეკავებინათ გარშემო მდებარე სიმაღლეები. 13 დეკემბერს განხორციელდა ალყაში მოქცეული [[სანაჰინი|სანაინის]] დებლოკირების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. გააფთრებული ბრძოლებისა და სომხეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასა და სამხედრო მეთაურობაში არსებული გაურკვევლობის გამო, ბრძოლის ეპიცენტრში მყოფი ქართული ძალები მხოლოდ მცირე დახმარებას ღებულობდნენ, რომელთაც არ შეეძლოთ მოვლენების მსვლელობა შეეცვლათ. ასე მაგალითად 9 დეკემბერს გენერალ გიორგი წულუკიძეს გაეგზავნა დამატებით ერთი1 ასეული 150 სამხედროს შემადგენლობით და ორი ტყვიამფრქვევით. 11 დეკემბერს ლორეში გაიგზავნა კიდევ ორი ასეული, ორი საველე ქვემეხითა და მორტირების ორი ოცეულით. 14 დეკემბრისთვის ალავერდის მიმართულებით შეტევაზე გადასულ სომხურ ნაწილებს, დაახლოებით ათმაგი უპირატესობა გააჩნდათ ქართველებთან შედარებით. ისარგებლა რა შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობით გენერალმა [[დრასტამატ კანაიანი|დრასტამატ კანაიანმა]] წერილობით მიმართა ქართულ სარდლობას, დაადანაშაულა ქართველი სამხედროები [[სომხები|სომხური]] მოსახლეობის ჩაგვარაში და წაუყენა ულტიმატუმი სასწრაფოდ დაეტოვებინათ "მათი" ტერიტორიები.
 
14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და [[სადახლო|სადახლოს]] მიმართულებით დაეხია უკან. სომეხთა მასირებული შეტევების, რიცხობრივი უპირატესობით განპირობებული ფლანგური გარეშემოვლებისა და ზურგში ადგილობრივი სომხური ბანდების აქტიური ქმედებების გამო მცირერიცხოვან ქართულ ძალებს სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სერიოზული დანაკარგებით მოუწიათ უკანდახევა. 14-15 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ გენერალმა წულუკიძემ, მისმა შტაბმა და ქართველ სამხედროთა ნაწილმა გაიკვლია გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და 15 დეკემბრის 20 საათისთვის მიაღწია სადგურ სადახლოს. უკან დახევისას გენერლისა და მისი რაზმის დაფარვის ოპერაციას ახორციელებდა პრაპორშიკ კანდელაკის ოცეული.