სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 187:
== ომის შემდეგ ==
[[ფაილი:The_First_Armenian_Republic_1918-1920.gif|მინი||282x282px|კავკასია 1920 წ.]]
1919 წლის 9-17 იანვარს [[თბილისი|თბილისში]] გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ნაწილი, ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად იქცა 1918 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოსა და სომხეთის არმიებს შორის არსებული ფრონტის ხაზი, ხოლო სამხრეთ საზღვარმა გაიარა მდ.კამენკაზე, რომელიც 1918 წლის ივნისიდან საქართველო-ოსმალეთის, ხოლო 18 ოქტომბრიდან საქართველო-სომხეთის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენდა. ვინაიდან ეს ტერიტორია პრაქტიკულად მთლიანად მოიცავდა ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის ჩრდილოეთ ნაწილს, მას [[ლორეს ნეიტრალური ზონა]] ეწოდა. საქართველოს არმიის ნაწილები დარჩნენ 31 დეკემბრისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე, ხოლო სომხეთის არმიამ უკან დაიხია და ომამდელ პოზიცებს დაუბრუნდა მდ.კამენკის სამხრეთით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ბორჩალოს მაზრაში განლაგებული ქართული და სომხური გარნიზონების რაოდენობაზე, რომელსაც არცერთი მხრიდან არ უნდა გადაეჭარბებინა 660 სამხედროსა და მესაზღვრისთვის. ამავდროულად საქართველოს არმიის ნაწილებსარმიას ახალქალაქის მაზრაში არ უნდა გადაეჭარბებინა 2 როტისთვის (225 სამხედრო და 1 მეტყვიამფრქვევეთა რაზმი). ეს შეთანხმება მხარეებს 14 იანვრის 24 საათამდე უნდა შეესრულებინათ. 1919 წლის 15-21 იანვარს კი რესპუბლიკებს დემობილიზაცია უნდა ჩაეტარებინათ და არმიები მშვიდობიანობისას არსებულ რაოდენობაზე უნდარაოდენობამდე დაეყვანათ.
 
1919 წლის იანვარში ლორეს ნეიტრალური ზონა დაიკავეს ბრიტანელმა სამხედროებმა, რომლის გენერალურ ინსპექტორად კაპიტანი არჩიბალდ შოლტო ჯორჯ დუგლასი დაინიშნა. ნეიტრალური ზონის შემადგენლობაში მოექცა 43 სოფელი და რკინიგზის ხაზი 6 სადგურით. ნეიტრალური ზონას მართავდა კომისარიატი, სადაც საქართველოსა და სომხეთს თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავდათ., კომისარიატს მეთვალყურეობას უწევდა მოკავშირეთა სამხედრო მეთაურობა. ლორეს ნეიტრალურინეიტრალურ ზონაში მოქცეული სარკინიგზო მონაკვეთის მართვა საქართველოს გზათა სამინისტროს დაევალა. კონფერენციის მსვლელობისას სომხეთის დელეგაცია შეეცადა განსახილველ საკითხთა შორის ჩაერთო, [[ახალქალაქის მაზრა|ახალქალაქის მაზრაში]] სამოქალაქო მმართველობის მოწყობა. თუმცა ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობის გამართვაზე, რადგან ჯავახეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და მისი ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმე შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვის მოწყობისგამართვის უფლება არ ჰქონდა არც სომხეთის დელეგაციას და არც ზოგადად სამშვიდობო კონფერენციას. ანტანტის წარმომადგენლებმა გაიზიარეს ქართული მხარის მოსაზრება და ახალქალაქის მაზრის საკითხი კონფერნეციიდანკონფერენციიდან სრულად მოიხსნა.
 
საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვა საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.