სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

== ომის შემდეგ ==
[[ფაილი:The_First_Armenian_Republic_1918-1920.gif|მინი||282x282px|კავკასია 1920 წ.]]
1919 წლის 9-17 იანვარს [[თბილისი|თბილისში]] გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] სადავოლორეს ტერიტორიაუბნის ჩრდილოეთ ნაწილი, ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.
 
საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ.სხვა საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.
 
1919 წლის 8 მარტს საქართველომ „დე იურე“დე-იურე აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტიდამოუკიდებლობა. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს.[[სიმონ მდივანი]] ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა.არშაკ ჯამალიანი.
 
1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა]] და სომხეთს[[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკას]] შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებსსახელმწიფოებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
1 114

რედაქტირება