დივან-ხანე (შირვანშაჰების სასახლე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|მომხმარებელი:Sunlight35|4 ოქტომბერი, 2018 წ.}}'''დივან-ხანე'''...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Sunlight35]]|4 ოქტომბერი, 2018 წ.}}'''დივან-ხანე''' ({{Lang-az|Divanxana}}) — [[შირვანშაჰების სასახლე|შირვანშაჰების სასახლის]] ანსამბლის ნაწილი. მდებარეობს [[ბაქო|ბაქოში]], [[იჩერი-შეჰერი|იჩერი-შეჰერში]].
 
გარდა სასახლისა და დივან ხანისა, კომპლექსში ასევე შედის შირვანშაჰთა სამარხი, სასახლის მეჩეთი მინარეთით, აბანო და [[სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი]]. სასახლის კომპლექსი აშენდა [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XVI საუკუნე|XVI]] საუკუნეებში<ref>Бретаницкий, Веймарн, 1976, с. 106 - Искусство Азербайджана IV — XVIII веков. — <abbr>М.</abbr>: Искусство, 1976. — 272 с.</ref>.
 
== ისტორია ==
დივან-ხანეს [[XV საუკუნე|XV საუკუნით]] ათარიღებენ. მის მემორიალურ მნიშვნელობაზე მეტყველებს აკლდამა-მიწისქვეშეთი და ლაპიდარული წარწერა შესასვლელში ([[ყურანი]], სურა 10, ლექსები 26 და 27)<ref>Бретаницкий, Веймарн, 1976, с. 115. - Искусство Азербайджана IV — XVIII веков. — М.: Искусство, 1976. — 272 с.</ref>.
 
დივან-ხანეს დანიშნულების რამოდენიმე ვერსია არსებობს. თვლიან, რომ ის გემთმშენებლობის, მისაღები და სახელმწიფო რჩევის შენაბა, ასევე მავზოლეუმი<ref>Сысоев, 1928, с. 16.''-'' Баку прежде и теперь.. — <abbr>Б.</abbr>: Искусство Азербайджана, 1928.</ref>.
 
დივან-ხანეს ერთ-ერთ შესასვლელზე შენარჩუნებულია წარწერები [[არაბული ენა|არაბულ ენაზე]]<ref>''Ашурбейли С. Б.'' Şirvanşahlar dövləti. — Bakı: Şərq-Qərb, 2006. — 128 с. — <nowiki>ISBN 5-87459-229-6</nowiki>.</ref>.
 
ისტორიკოსი [[სარა აშურბეილი]] აღნიშნავს, რომ ეს შენობა შესაძლოა ყოფილიყო საფლავი, თუმცა წყაროების მიხედვით, [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებმა]] საფლავის ნაშთები დაწვეს და იქ დაკრძალეს [[ხალილ ულლა I]]<ref>Бретаницкий Л. С. Зодчество Азербайджана XII-XV вв. и его место в архитектуре Переднего Востока.. — Ленинград-Москва: Наука, Главная редакция восточной литературы, 1966. — 556 с.</ref>.
 
სხვა ვერსიით, შენობა აშენდა შირვანშაჰ [[ფარუხ იაშარი|ფარუხ იაშარის]] საფლავის სახით, თუმცა [[1500]] წელს ჯაბანას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ფარუხი ყიზილბაშებმა მოკლეს და დაწვეს. შემდეგ ის არ იქნა იქ დაკრძალული<ref>[https://azertag.az/xeber/Sirvansahlar_Sarayi_Kompleksi_Azerbaycan_memarliginin_mohtesem_numunesi_kimi-787670 Şirvanşahlar Sarayı Kompleksi Аzərbаycаn mеmаrlığının möhtəşəm nümunəsi kimi] - '''(აზერბაიჯანული)'''</ref>.
 
ორიგინალური არქიტექტურული სტრუქტურის წარმოშობას აკავშირებენ ადრე ისლამურ დასაფლავების ტრადიციასთან<ref name=":0" />. ს. აშურბეილი თვლის, რომ დივან-ხანეს ტერიტორია ადრეისლამურ პერიოდში იყო წმინდა ადგილი (ითვლება, რომ თასის ფორმის ღარები მსახურობდა ცხოველების სამსხვერპლო სისხლის ავსებისთვის)<ref>Ашурбейли С. Б. История города Баку. Период средневековья. — Б.: Азернешр, 1992. — 408 с. — <nowiki>ISBN 5-552-00479-5</nowiki>.</ref>.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}