დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.29.140-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 55:
ბ) კონსონანტურ-ვოკალისებული ტიპის დამწერლობის გრაფემები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ფონემებს.
 
ამგვარ დამწერლობაში არაიშვიათად ერთი ფონემა აღინიშნება რამდენიმე ასოთი ან პირიქით (მაგალითად, ასო sch გერმანულში გადმოსცემს ბგერას შ, ხოლო ასო g ფრანგულში — გ ან ჟ, ინგლისურში — გ ან ჯ ბგერებს). ანბანური დამწერლობანი სათავეს იღებს ძველი სემიტური ე. წ. კონსონანტური დამწერლობიდან, რომელიც გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან ფინიკიაში, სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დამწერლობის სათავედ ითვლება ბიბლოსის სილაბური დამწერლობა ფინიკიურ დამწერლობაში 22 ნიშანია (ნაკლები ვიდრე ფონემათა რაოდენობაა ფინიკიურ ენაში). ხმოვანთა აღუნიშვნელობა ძველ სემიტურ დამწერლობებში განპირობებული იყო სემიტური ენების ბუნებით, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობა უკავშირდება მხოლოდ თანხმოვანთაგან შედგენილ ძირებს, ხოლო ხმოვნები გამოიყენება გრამატიკული კატეგორიების აღსანიშნავად. ძველ სემიტურ დამწერლობათაგან უგარითული სოლისებრი ხმარებიდან გამოვიდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, სამხრეთ სემიტური (სამხრეთ არაბული) შემორჩა ახ. წ. VII საუკუნემდე და დასაბამი მისცა ეთიოპიურ დამწერლობას, ხოლო ფინიკიური თავისი პირვანდელი სახით საფუძვლად დაედო წინააზიურ დამწერლობებსა (ხმარებიდან გამოვიდნენ ახა.ი წე.თაღრიცხვის დასაწყისისათვის) და ბერძნულ დამწერლობას (ძვ. წ. IX საუკუნე), რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლურ ანბანურ სისტემებს. კურსივის ფორმით ფინიკიური საფუძლად დაედო არამეულ დამწერლობას, რომელიც გავრცელდა მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთში და სათავე დაუდო აღმოსავლურ ანბანებს. არამეული დამწერლობის სხვადასხვა სახეობანი გამოიყენეს ებრაელებმა, არაბებმა, არასემიტური ხალხებიდან - პართელებმა, სოღდიელებმა, ხვარაზმელებმა, სპარსელებმა, ინდოელებმა. არაბული დამწერლობის ერთ-ერთი ორიგინალური შტოა არმაზული დამწერლობა. სოღდიურისა და არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის, ნესტორიანულის, საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის ზოგი თურქულენოვანი ხალხის დამწერლობა - უიღურული და თურქული „რუნული“. უიღურული შემდგომში გამოიყენეს მონღოლებმა და მანჯურიელებმა (გახმოვანება ტიბეტური წესისაა). არამეული და ბერძნული ორთოგრაფიული პრინციპების გამოყენებით ჩამოყალიბებული ჩანს ქართულქართული დამწერლობაც.
 
ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ბერძნული დამწერლობა, რომელშიც მრავალი სახეობა გამოიყოფა. აღსანიშნავია არქული ბერძნული, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნიდან მოდის და არსებობდა ძვ. წ. V საუკუნემდე. ბერძნული არქაული დამწერლობა ასოთა მოხაზულობით თითქმის მთლიანად ემთხვევა ფინიკიურს. წერის მიმართულება - მარჯვნიდან მარცხნივ - უფრო მოგვიანებით შეცვალა ბუსტროფედონმა. საბოლოოდ ბერძნულში დამკვიდრდა მარცხნიდან მარჯვნივ წერა. გამოიყო დამწერლობის ორი შტო - დასავლური და აღმოსავლური.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამწერლობა“-დან