სიმსივნე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
[[სურათი:Malignant neoplasms world map-Deaths per million persons-WHO2012.svg|მინი|300პქ|ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 100, 000 მოსახლეზე, 2012 წლის მონაცემებით.
<div class="references-small" style="-moz-column-count:2; column-count:2;">
{{ლეგენდა|#b3b3b3|არაა მონაცემები}}
{{ლეგენდა|#cb0000|≥&nbsp;305}}
</div>]]
'''სიმსივნე''' — ბლასტომა, ახალწარმონაქმნი, ქსოვილების არანორმალურად ჭარბი ზრდა.
 
== დახასიათება ==
სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება [[ონკოლოგია]].
 
იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს ([[ჰომეოპლაზია]]), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან ([[ანაპლაზია]]).
 
=== წარმოშობა ===
სიმსივნის ქსოვილოვანი წარმოშობა და ხასიათი ასახულია მათ სახელწოდბებში — ქსოვილის სახელს, რომლისგანაც ვითარდება სიმსივნე ემატება დაბოლოება „ომ“ა. მაგალითად, ფიბრომა — კეთილთვისებიანი სიმსივნე. განვითარებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან; მიომა — კეთილთვისებიანი სიმსივნე განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან. ზოგიერთი სიმსივნე განსაკუთრებულ სახელს ატარებს, მაგალითად, ეპითელიუმური ქსოვილისაგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს [[კარცინომა]] ეწოდება. ({{lang-gr|καρκίνος}} — კიბო) ხოლო შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებულს — [[სარკომა]]. ზოგ ქვეყანაში ყველა ავთვისებიანი სიმსივნე კიბოს (კანცერის) სახელწოდებითაა ცნობილი.
 
==== დიფერენციაცია ====
კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — [[მეტასტაზები]]ს გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
 
<br />
სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.
 
===== განსაზღვრება =====
სიმსივნის განვითარების მიზეზებსა და ნორმალური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნის (მალიგნიზაციის) მექანიზმების შესახებ ცნობილია, რომ სიმსივნურ ზრდას იწვევს ვირუსი (ე.წ. ონკოგენური ანუ [[სიმსივნისმბადი ვირუსი]]), ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება (კანცეროგენული ნივთიერებების), მაიონიზებელი გამოსხივება, თამბაქოს კვამლში შემავალი ერთ-ერთი არომატული [[ნახშირწყალბადი]] — ბენზპირენი ფილტვის კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორია.
 
ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები ადასტურებენ, რომ გარკვეული ქვეყნისა თუ რეგიონისათვის დამახასიათებელია სიმსივნეების ესა თუ ის სახე. [[იაპონია]]ში — კუჭის სიმსივნე, [[ინგლისი|ინგლისში]] — ფილტვის, [[აფრიკა]]ში — ღვიძლის, ახლო აღმოსავლეთში — პირის ღრუს და საყლაპავის. <br />
 
ადამიანებს შორის სიმსივნის სიხშირე დაკავშირებულია მოსახლეობის პოპულაციის თავისებურებასთან. მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, კანის, საშვილოსნოს, კუჭისა და ფილტვის კიბო.
 
== სიმსივნის დიაგნოსტიკა ==
სიმსივნის დიაგნოსტიკისათვის მიმართავენ ავადმყოფის კლინიკურ-ინსტრუმენტულ გამოკვლევას, კერძოდ, რენტგენოლოგიურს, რადიოიზოტოპულს, თერმოგრაფიულს, ენდოსკოპიურს, ციტოლოგიურს, მორფოლოგიურს, ბიოქიმიურს და იმუნოლოგიურ მეთოდებს.
 
სიმსივნის ხასიათის დასადგენად (შემოწმება) გადამწყვეტია [[ბიოფსია]] და ბიუფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა. სიმსივნის ხასიათთან ერთად აუცილებელია დაავადების სტადიის დადგენაც, რადგან მკურნალობის ტაქტიკა და მეთოდები სხვადასხვა სტადიის დროს - სხვადასხვაგვარია. ეფექტიანი მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ამოცნობას მის ადრეულ სტადიაში, როდესაც პროცესი ტკივილისა და გამოკვეთილი კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ავადმყოფები როგორც წესი ექიმს არ მიმართავენ.
 
ამიტომ ადრეულ სტადიაში სიმსივნის დადგენას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი მოსახლეობის პერიოდულ პროფილაქტიკურ გასინჯვას, რაც მიზნად ისახავს არამარტო სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას.
 
== მკურნალობა ==
სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ ქირურგიულ, სხივურ და სამკურნალწამლო საშუალებებს, აგრეთვე მათ სხვადასხვანაირ კომბინაციას. მკურნალობის მეთოდების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სიმსივნის ლოკალიზაცია, ხასიათი (შენება), სტადია და მრავალი სხვა ფაქტორი. მაგალითად, კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს; კანის, ტუჩის, საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ მეთოდს; ლევკოზის, ქორიონეპითელოზის დროს - ქიმიოთერაპიულ მეთოდს; სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს სამივე ამ მეთოდის კომბინაციას და ასე შემდეგ.
 
მაგალითად, კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს; კანის, ტუჩის, საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ მეთოდს; ლევკოზის, ქორიონეპითელოზის დროს - ქიმიოთერაპიულ მეთოდს; სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს სამივე ამ მეთოდის კომბინაციას და ასე შემდეგ.
== სიმსივნე ცხოველებში ==
ცხოველებში სიმსივნე ფართოდაა გავრცელებული. დაავადების სიხშირე ცხოველის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ავადდება ყველა სახეობის ცხოველი, განსაკუთრებით ძაღლი და ქათამი. დიაგნოზს ადგენენ დაავადებული ცხოველის კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევის შედეგად. მკურნალობა მეტწილად ქირურგიულია, იყენებ აგრეთვე სათანადო პრეპარატებსა და ჰორმონულ საშუალებებს.
 
== სიმსივნე მცენარეებში ==
მცენარეებში სიმსივნე შეიძლება გამოიწვიოს სოკოებმა, ბაქტერიებმა, ვირუსებმა, მწერებმა, ნემატოდებმა აგრეთვე დაბალი ტემპერატურის მოქმედებამ. უმრავლესად ავადდება ფესვი, ძირხვენები, გორგლები, ღეროები, შედარებით იშვიათად ფოთლები. ბრძოლის ღონისძიებები მიმართულია სიმსივნის გამომწვევი მიზეზის სალიკვიდაციოდ.
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:სიმსივნე]]
[[კატეგორია:ონკოლოგია]]
[[კატეგორია:პათოლოგია]]