ორლებნიანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 43 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q8316
No edit summary
ხაზი 13:
'''ორლებნიანნი''' (Dicotyledoneae, Dicotyledones ან Magnolitae) — [[ფარულთესლოვნები|ფარულთესლოვან]] მცენარეთა [[კლასი (ბიოლოგია)|კლასი]]. ახასიათებს ორი მოპირისპირელებნიანი ჩანასახი, რგოლურად განლაგებული ჭურჭელბოჭკოვანი კონები, მთლიანი ან განკვეთილი ფოთლის ფირფიტა ბადისებრი დაძარღვით, 5- ან 4-წევრიანი ყვავილი, მერქანსა ([[ქსილემა]]) და [[ლაფანი|ლაფანს]] (ფლოემა) შორის მოთავსებული წარმომქმნელი ქსოვილი — [[კამბიუმი]], რომელიც განაპირობებს ღეროს ზრდას სისქეში. ორლებნიანნი ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასია, აერთიანებს 175 000 სახეობას (350—360 ოჯახი).
 
[[საქართველო]]ში გავრცელებულია 108 ოჯახის 726 გვარის 3000-მდე სახეობა. ორლებნიანთა ვეგეტატიური და რეპროდუქციული ორგანოების მრავალგვარობა ართულებს ნათესაური კავშირის დადგენას ამ კლასის რიგებსა და ოჯახებს შორის. ორლებნიანთა წინაპრები, მათი წარმოშობის დრო და ადგილი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. კლასს ხშირად ყოფდნენ ორ ან სამ ქვეკლასად. უკანასკნელ ხანს უფრო ბუნებრივად მიაჩნიათ ამ კლასის დაყოფა 6 ქვეკლასად.

ორლებნიანთა კლასში ერთიანდება [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]], [[თხილისებრნი|თხილისებრთა]], [[ბაიასებრნი|ბაიასებრთა]], [[მაგნოლიასებრნი|მაგნოლიასებრთა]], [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]], [[პარკოსნები|პარკოსანთა]] და ბევრი სხვა ოჯახი, რომელთაც განეკუთვნება კულტურული მცენარეთა უმრავლესობა, ადამიანისა და საქონლის საკვები, [[სამკურნალო მცენარეები|სამკურნალო]], ტექნიკური, [[ეთერზეთოვანი მცენარეები|ეთერზეთოვანი]], [[მთრიმლავი მცენარეები| მთრიმლავი]], [[საღებავი მცენარეები|საღებავი]] და [[დეკორატიული მცენარეები]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლებნიანნი“-დან