ცრუაკაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q157417
No edit summary
ხაზი 22:
| ncbi =
}}
'''ცრუაკაცია''', ''თეთრი აკაცია'' (Robinia pseudoacacia), ფოთოლმცვივანი ხე [[პარკოსნები|პარკოსანთა]] ოჯახისა. 25-30 მ სიმაღლის გაშლილვარჯიანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.

საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყელში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. მისი ბაღური ფორმები კარგად ხარობს [[თბილისის ბოტანიკური ბაღი|თბილისის ბოტანიკურ ბაღში]]. ცრუაკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს მაის-ივნისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრომლავ ნივთიერებებს, თესლი — ზეთს და ყავის სუროგატად იხმარება.

იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. ეროზიის საწინააღმდეგოდ. კარგი [[თაფლოვანი მცენარეები|თაფლოვანი მცენარეა]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცრუაკაცია“-დან