იყალთოს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.82.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 75:
 
==სამონასტრო კომპლექსი==
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
 
===იყალთოს აკადემია===
იყოს
იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ [[ღვთისმეტყველება]]ს, [[რიტორიკა]]ს, [[ასტრონომია]]ს, [[ფილოსოფია]]ს, [[გეოგრაფია]]ს, [[გეომეტრია]]ს, [[გალობა]]ს და სხვა. აღნიშული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-[[მეღვინეობა]]ს, [[ფარმაკოლოგია]]ს და სხვა.
 
იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ბერძნულიდან ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“.
 
== გალერეა ==