კუზმა პეტროვ-ვოდკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:PetrovVodkin Avtoportret 1918.jpg|right|thumb|კუზმა პეტროვ-ვოდკინი]]
'''კუზმა სერგეის ძე პეტროვ-ვოდკინი''' (დ. 24 ოქტომბერი/[[5 ნოემბერი]] <small>[ძვ. სტ. 24 ოქტომბერი]</small>, [[1878]], [[ხვალინსკი]], ახლანდელი [[სარატოვის ოლქი]] — გ. [[15 თებერვალი]], [[1939]], [[ლენინგრადი]]) — [[რუსები|რუსი]] საბჭოთა ფერმწერი. რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1930).
 
== ბიოგრაფია ==
1897-19051897–1905 წლებში სწავლობდა [[ვალენტინ სეროვი|ვალენტინ სეროვთან]] [[მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი|მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში]], [[ანტონ აჟბე]]ს სტუდიაში მიუნხენში (1901) და [[პარიზი]]ს კერძო აკადემიებში (1905-19081905–1908). იმოგზაურა [[იტალია]]სა (1905) და ჩრდილოეთ აფრიკაში (1907). გაერთიანება „მირ ისკუსსტვას“ (1911-იდან) და „ჩეტირე ისკუსსტვას“ (1924-იდან) წევრი. 1900-იან წლებში განიცადა სიმბოლიზმისა და „მოდერნის“ გერმანელ და ფრანგ ოსტატთა ძლიერი გავლენა ([[ფრანც ფონ შტუკი]], პ. პიუვი დე შავანი, [[მორის დენი]] და სხვები), აგრეთვე — ვ. ბორისოვ-მუსატოვისა. კუზმა პეტროვ-ვოდკინი იყო სიმბოლიზმის ტენდენციების ერთ-ერთი გამომსახველი რუსულ ხელოვნებაში. 10-იან წლებში პეტროვ-ვოდკინის მჭვრეტელობითი, დუნე რიტმი და დაბინდული კოლორიტი („ნაპირი“, 1908, „ძილი“, 1910), შეცვალა ემოციურმა, პლასტიკურმა და რიტმულმა ნათელ-ფერებიანმა კომპოზიციებმა („მოთამაშე ბიჭები“, 1911 — სამივე რუსული მუზეუმი, [[სანქტ-პეტერბურგი]]).
 
სურათი „წითელი ცხენის ბანაობა“ (1912, [[ტრეტიაკოვის გალერეა]]) ახალი ისტორიული ეპოქის მაუწყებელი იყო. საბჭოთა პერიოდში პეტროვ-ვოდკინი ცდილობდა ჩასწვდომოდა მკაცრ, დრამატული პათოსით აღსავსე ტრაგიკულ და ჰეროიკულ სურათებს. („1918 წელი პეტროგრადში“, 1920, ტრეტიაკოვის გალერეა, „ბრძოლის შემდეგ“, 1923, საბჭოთა არმიის ცენტრალური მუზეუმი, მოსკოვი, „კომისრის სიკვდილი“, 1928, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი), ხატავდა პორტრეტებს ([[ანა ახმატოვა]]ს პორტრეტი, 1922), პოეტურ პორტრეტულ-ჟანრულ კომპოზიციებს („სარაფნიანი გოგონა“, 1928), ნატურმორტებს („შოთხვი ჭიქაში“, 1932 — ყველა [[რუსული მუზეუმი]]).
ხაზი 10:
 
== ლიტერატურა ==
* [[{{ქსე]], ტ. |8, გვ. |48, თბ., 1984}}
 
{{DEFAULTSORT:პეტროვ-ვოდკინი, კუზმა}}
 
[[კატეგორია:რუსი მხატვრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 5 ნოემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1878]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 15 თებერვალი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1939]]