გიორგი გოთუა: განსხვავება გადახედვებს შორის

დაიბადა აზნაურ სიმონ გოთუას ოჯახში. მისი დედა იყო ელისაბედ თაყაიშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს და. 1902 წლიდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე-8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. მონაწილეობდა 1904–05 წწ. [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]].
 
1915 წელს [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს რუსეთმა 100 000-მდესაექსპედიციო ჯარისკაციკორპუსი გაგზავნა საფრანგეთში, დასავლეთის ფრონტზე,; საექსპედიციო კორპუსისმის შემადგენლობაში; მათ შორის იყო პოდპოლკოვნიკი გიორგი გოთუაც. 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ გამოცხადდა დემობილიზაცია. საფრანგეთში მყოფ რუსულ ჯარში დაიწყო ქაოსი, არეულობა, გავრცელდა ლოთობა და მოროდიორობა. გენერალ ლოხვიცკის წინადადებით პოლკოვნიკმა გოთუამ შეკრიაშეკრიბა 350 ადამიანი, რათა აღედგინათ რუსული ჯარის რეპუტაცია. გოთუას შეკრებილ დაჯგუფებას „რუსული ლეგიონი“, შემდეგ კი „ღირსების ლეგიონი“ ეწოდა. მისმა ლეგიონმა მოკავშირეთა არმიებს შორის პირველმა გაარღვია [[ჰინდენბურგის ხაზი]], რისთვისაც მიიღო [[საპატიო ლეგიონის ორდენი]]. ამავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
 
1920 წელს გოთუა ჩავიდა [[ყირიმი|ყირიმში]], სადაც კადეტთა კორპუსში მისი შვილი სწავლობდა. იმავე წელს ყირიმში წითელი არმია შევიდა. კორპუსის სტუდენტები [[სტამბოლი|სტამბოლში]] გახიზნეს, გოთუაც მათ გაჰყვა. ოჯახის სხვა წევრები, მეუღლე, ელენე მოსენკო და 4 შვილი [[ტაგანროგი]]დან საქართველოში გახიზნა. საბოოლოოდ მამა-შვილი მოხვდა ქალაქ [[ბილეჩა]]ში, სადაც გოთუას გენერლის ფრანგული პენსია დაენიშნა. გოთუა იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია [[ბელგრადი|ბელგრადში]].