კირილიცა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
 
==ისტორია==
[[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების შემდეგ საჭირო შეიქმნა ანბანის შემოღება სლავური ენის ფიქსაციისათვის. [[863]] წელს თესალონიკელმა ძმებმა [[კირილე და მეთოდე|კირილემ და მეთოდემ]] შეადგინეს სლავური ენის ანბანი — [[გლაგოლიცა]]. [[863]]-[[866]] წლებში მათ ბერძნულიდან თარგმნეს [[სახარება]], სამოციქულო წიგნი, [[დავითნი]] და სხვა. კირილესა (869) და მეფოდეს (885) სიკვდილის შემდეგ სლავური დამწერლობის ცენტრმა აღმოსავლეთში — [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] გადაინაცვლა. ბულგარულ ენაზე ითარგმნა დიდძალი რელიგიური და საერო ხასიათის ლიტერატურული ნაწარმოებები, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ორიგინალურ ლიტერატურას. ღვთისმსახურება მხოლოდ სლავურ ენაზე ტარდებოდა. ამ პერიოდში ბულგარეთში შეიქმნა გლაგოლიცაზე უფრო ზუსტი და სრულყოფილი ანბანი — კირილიცა. ვარაუდოვენ, რომ კირილიცას ავტორია კირილესა და მეთოდეს მოწაფე კლიმენტი. კირილიცას საფუძვლად დაედო ბერძნული უნციალური ანბანი (22 ასო), ხოლო დანარჩენი ასოები ([[Б]], [[Ѕ]], [[Ж]], [[Ш]], [[Ц]], [[Ч]], [[Ѱ]], [[Ы]], [[Ъ]], [[Ь]], [[Ѣ]], [[Ꙗ]], [[Ю]], [[Ѥ]], [[Ѧ]], [[Ѫ]], [[Ѩ]], [[Ѭ]]) გადმოიტანეს სხვა ენების ანბანებიდან ([[ებრაული დამწერლობა|ებრაული]] და სხვა) ან შეადგინეს ასოების კომბინაციით.
 
კირილიცაზე წერენ ყოფილი [[იუგოსლავია|იუგოსლავიის]] ზოგიერთ ქვეყანაში ([[სერბია]], [[ბოსნია]]) და იქ მას „ჩირილიცას“ უწოდებენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირილიცა“-დან