პარნასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 27 interwiki links, now provided by Wikidata on d:q335652 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
{{redirect|პარნასი}}
 
პარნასი ({{lang-fr|Parnasse}}) — [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მეორე ნახევარში [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] წარმოშობილი [[პოეზია|პოეტური]] მიმდინარეობა. სახელწოდება პირველად დაფიქსირდა 1866 წელს ალფონს ლემერის მიერ გამოცემულ პოეტურ [[ანთოლოგია|ანთოლოგიაში]] "თანამედროვე„თანამედროვე პარნასი"პარნასი“.
 
პარნასი დაახლოებით იგივე მიმდინარეობაა [[პოეზია|პოეზიაში]], რაც [[რეალიზმი|რეალიზმი]] [[პროზა|პროზაში]]. როგორც [[რეალიზმი|რეალიზმზე]], ამ მიმდინარეობაზეც გავლენა მოახდინა [[კონტი, ოგიუსტ|ოგიუსტ კონტის]] [[პოზიტივიზმი|პოზიტივიზმმა]], რაც ფაქტების მკაცრ შესწავლას ეფუძნება. პარნასი ერთგვარი აღდგენაა კლასიკური სულისკვეთებისა, რომელიც სიმკაცრით, წესრიგითა და გონებით გამოირჩევა. პარნასი არის სახელწოდება საბერძნეთში მდებარე მთისა, რომელიც, [[მითოლოგია|მითოლოგიის]] თანახმად [[აპოლონი|აპოლონის]] სამფლობელო იყო, [[აპოლონი|აპოლონი]] კი მშვენიერების განსახიერებას წარმოადგენდა. ამ ტერმინის არჩევა იმაზე მიანიშნებს, რომ მშვენიერება არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, არამედ მის მისაღწევად საჭიროა შრომა. პარნასელთა მამამთავრად ითვლება [[გოტიე, თეოფილ|თეოფილ გოტიე]], რომელიც ამტკიცებს პოეტური წესების აუცილებლობას და ფორმის მნიშვნელობას. ფორმა უნდა იყოს მყარი და დახვეწილი და არავითარ შემთხვევაში დაუდევარი.
 
პარნასის [[პოეზია|პოეზიის]] ძირითადი პრინციპები შემდეგია:
* გრძნობის უარყოფა: [[პოეტი|პოეტი]] არ უნდა უმღეროდეს საკუთარ "მე"„მე“-ს. აქედან გამომდინარეობს პარნასული [[პოეზია|პოეზიის]] უპიროვნობა, არაპერსონალურობა, რაც უპირისპირდება [[რომანტიზმი|რომანტიზმისთვის]] დამახასიათებელ გადაჭარბებულ მგრძნობელობასა და [[პათეტიკა|პათეტიკას]]. თუმცა პარნასელთა რიგებშიც კი დიდი პოეტები მთლიანად ვერ უკუაგდებდნენ შინაგან "მე"„მე“-ს, ვერ აღწევდნენ აბსოლუტურ გაუპიროვნებას.
* ფორმის კულტი: პოეტი არ უნდა მიენდოს მხოლოდ შთაგონებას, არამედ უნდა იმუშაოს ფორმაზე. თუკი [[რომანტიზმი|რომანტიზმი]] სპონტანურობასა და ბუნებრიობას ეძებს, პარნასელები აბსოლუტური მშვენიერების გამოხატვას ცდილობენ და ამისთვის იდეალურ ფორმას ეძებენ. ეს ძიება კი ხშირად ფორმის უბრალო გართულებით მთავრდება.
* მარადიული, იდეალური, აბსოლუტური მშვენიერების ძიება.
* მეცნიერებისადმი ნდობა, რაც, მათი აზრით, უფრო მეტად უხსნის კარს წარმოსახვასა და სიახლეს, ვიდრე გრძნობიერება.
 
 
== ძირითადი წარმომადგენლები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარნასი“-დან