ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ტიპოგრაფიული შესწორება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 16:
'''ფიჭვი''' ({{lang-la|Pínus}}) — მარადმწვანე [[წიწვოვანნი|წიწვოვანი]] [[ხე (მცენარე)|ხეების]], იშვიათად გართხმული ბუჩქების [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ფიჭვისებრნი|ფიჭვისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მათი სიმაღლე 1,5—50 [[მ]], იშვიათად 75 მ (Pinus lambertiana, [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა — მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი [[ღერო]]ზე სქელი და ღრმად დაშაშრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ [[ყლორტი|ყლორტებზე]] ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2—3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი [[გირჩა]] მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.
 
ფიჭვი ივითარებს მძლავრ [[ფესვი|ფესვთა]] სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს. [[ტყე]]ებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ [[სოსნოვსკის ფიჭვი]] (Pinus sosnowskyi), [[ბიჭვინთის ფიჭვი]], [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica), [[კოხის ფიჭვი]] (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.
 
ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, [[C ვიტამინი|C-ვიტამინს]], განსაკუთრებით [[ზამთარი|ზამთარში]], არის მასში [[კაროტინი]] და [[ფიტონციდები]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჭვი“-დან