დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
=== ანბანური დამწერლობა ===
{{მთავარი|ანბანი}}
დამწერლობის ანბანური სისტემები შეიცავს ნიშნებს (ასოებს), რომლებიც აღნიშნავენ ბგერებს (ფონებენს, ალოფონებს). ამგვარ დამწერლობაში არაიშვიატად ერთი ფონემა აღინიშნება რამდენიმე ასოთი ან პირიქით (მაგალითად, ასო sch გერმანულში გადმოსცემს ბგერას შ, ხოლო ასო g ფრანგულში — გ ან ჟ, ინგლისურში — გ ან ჯ ბგერებს). ანბანური დამწერლობანი სათავეს იღებს ძველი სემიტური ე. წ. კონსონანტური დამწერლობიდან, რომელიც გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან ფინიკიაში, სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დამწერლობის სათავედ ითვლება ბიბლოსის სილაბური დამწერლობა ფინიკიურ დამწერლობაში 22 ნიშანია (ნაკლები ვიდრე ფონემათა რაოდენობაა ფინიკიურ ენაში). ხმოვანთა აღუნიშვნელობა ძველ სემიტურ დამწერლობებში განპირობებული იყო სემიტური ენების ბუნებით, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობა უკავშირდება მხოლოდ თანხმოვანთაგან შედგენილ ძირებს, ხოლო ხმოვნები გამოიყენება გრამატიკული კატეგორიების აღსანიშნავად. ძველ სემიტურ დამწერლობათაგან უგარითული სოლისებრი ხმარებიდან გამოვიდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, სამხრეთ სემიტური (სამხრეთ არაბული) შემორჩა ახ. წ. VII საუკუნემდე და დასაბამი მისცა ეთიოპიურ დამწერლობას, ხოლო ფინიკიური თავისი პირვანდელი სახით საფუძვლად დაედო წინააზიურ დამწერლობებსა (ხმარებიდან გამოვიდნენ ახა.ი წე.თაღრიცხვის დასაწყისისათვის) და ბერძნულ დამწერლობას (ძვ. წ. IX საუკუნე), რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლურ ანბანურ სისტემებს. კურსივის ფორმით ფინიკიური საფუძლად დაედო არამეულ დამწერლობას, რომელიც გავრცელდა მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთში და სათავე დაუდო აღმოსავლურ ანბანებს. არამეული დამწერლობის სხვადასხვა სახეობანი გამოიყენეს ებრაელებმა, არაბებმა, არასემიტური ხალხებიდან - პართელებმა, სოღდიელებმა, ხვარაზმელებმა, სპარსელებმა, ინდოელებმა. არაბული დამწერლობის ერთ-ერთი ორიგინალური შტოა არმაზული დამწერლობა. სოღდიურისა და არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის, ნესტორიანულის, საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის ზოგი თურქულენოვანი ხალხის დამწერლობა - უიღურული და თურქული „რუნული“. უიღურული შემდგომში გამოიყენეს მონღოლებმა და მანჯურიელებმა (გახმოვანება ტიბეტური წესისაა). არამეული და ბერძნული ორთოგრაფიული პრინციპების გამოყენებით ჩამოყალიბებული ჩანს ქართული დამწერლობაც.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბგერითი (ფონეტიკური), ანუ ანბანური დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ ფონემებს ან ალოფონებს; ეს უკანასკნელი ტიპი, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად:
ა) კონსონანტური ტიპის დამწერლობის გრაფემები მხოლოდ თანხმოვან ფონემებს გამოხატავენ;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამწერლობა“-დან