ნიაზი აჰმედ ბანოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
1929 წელს დაიწყო მუშაობა გაზეთ „ჰარექეთში“. უმუშავია ასევე, სხვა არა ერთ გაზეთსა და ჟურნალში, როგორებიცაა: „ჰალქინ დოსთუ“, „ვაქით“, „ჰერგიუნ“, „თარიჰ-ჯოღრაფია დუნიასი“ და სხვა.
 
ნიაზი ბანოღლუს რომანები და თარგმანები პრესაში იბეჭდებოდა. იყენებდა ფსევდონიმებს: ა.რეშად, ლებიფ მუამერ, ნიაზი აჰმედ ოქან. რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ათათურქს. მისი რომანებია: „მეციხოვნე კაპიტანი“ (1941), „შაჰინ რეისი“ (1941), „ჩერქეზი ასულები“ (1944). რომანში „სიყვარულისთვის“ გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება და იმდროინდელი ისტორიული მოვლენები აღწერა<ref>[https://tetripiala.wordpress.com/2018/09/23/giorgi-saakdze-ve-ask-ugrunda/ "Giorgi Saakadze ve Aşk Uğrunda" - Parna-Beka Çilaşvili / „გიორგი სააკაძე და სიყვარულისთვის“ - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]</ref>.
 
ბანოღლუ ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ლიტერატურის ნიმუშების თურქულ ენაზე პირველი მთარგმნელი. ქართველი მწერლების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის, ნაწარმოებების მისეული თარგმანების კრებული სახელწოდებით „კავკასიური მოთხრობები“ 1936 წელს გამოიცა. 1941 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის, „ელგუჯას“ შემოკლებული თარგმანი სახელწოდებით „კავკასიური რომანი: ელგუჯა“, ხოლო 1964 წელს – სახელწოდებით „ელგუჯა: კავკასიური სიყვარული“<ref>[https://tetripiala.wordpress.com/2018/08/07/aleksandre-kazbegi-aski/ "Aleksandre Kazbegi aşkı" - Parna-Beka Çilaşvili / „სიყვარული ალექსანდრე ყაზბეგის მიმართ" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]</ref>.
 
ბანოღლუ არა ერთი ბიოგრაფიული თხზულების ავტორიც იყო. 1983 წელს მიიღო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო - „50 წელი ბეჭდურ სიტყვაში“.
ხაზი 17:
== ნამუშევრები ==
===წიგნები===
* ''ჩერქეზი ასულები'' (''Çerkes Kızları)'', 1944)
* ''სიყვარულისთვის'' (''Aşk Uğrunda)'', 1941)
* ''შაჰინ რეისი'' (''Şahin Reis)'', 1941)
* ''მეციხოვნე კაპიტანი'' (''Zindancı Kaptan )'', 1941)
 
=== თარგმანები ===
* ''კავკასიური მოთხრობები'' -(თურქ.: ''Kafkas Hikâyeleri'', 1936
* [[ალექსანდრე ყაზბეგი]] - [[ელგუჯა]] (თურქ.: ''Bir Kafkas Romanı – Elguca'', 1964