დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
მორფემოგრაფიული დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავენ მორფემებს; მორფემოგრაფიული დამწერლობის ნიმუშია [[ჩინური დამწერლობა]], რომელიც ლოგოგრაფიიდან მორფემოგრაფიისაკენ განვითარების გზას გვიჩვენებს და განპირობებულია ჩინური ენის თავისებურებებით. ჩინურის უძველესი ძეგლები II ათასწლეულის ნახევრით თარიღდება. თანამედროვე ჩინური დამწერლობა იყენებს 6-8 ათას იეროგლიფს და 214 დეტერმინატივს, რომელიც იეროგლიფებით გადმოცემული ძირების მნიშვნელობათა დასაზუსტებლად იქნა შემოღებული.
 
=== მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ===
{{მთავარი|სილაბური დამწერლობა}}
სილაბური ანუ მარცვლოვანი დამწერლობა ეწოდება ისეთ სისტემას, სადაც გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას არამედ გარკვეულ ბგრათთანმიმდევრობას (მარცვალს). დღეისათვის ცნობილი ცნობილი სილაბური დამწერლობანი ორგვარი წარმოშობისაა. მათი ერთი ნაწილი წარმოადგენს ლოგოგრაფიულ-სილაბურ სისტემათა გამარტივების შედეგს, ხოლო მეორე მიღებულია ე. წ. კონსონანტურ დამწერლობაში (რომელიც წარმოშობით სილაბურია) გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. სილაბური დამწერლობა გენეზისის თვალსაზრისით, ქმნის ხუთ ჯგუფს: 1. სოლისებრი სილაბური დამწერლობანი - ელამური, ძველ ირანული და სხვა, რომლებიც მესოპოტამიური ლოგოგრაფიულ-სილაბური სოლისებრი დამწერლობიდან მომდინარეობენ; 2. დასავლეთ სემიტური სილაბური დამწერლობანი - სინური, პროტოპალესტინური და სხვა, რომელთაც საფუძვლად ეგვიპტური იეროგლიფური უდევს; 3. კვიპროსის, ფესტოსისა და ბიბლოსის სილაბური დამწერლობანი, რომლებიც მომდინარეობენ კრეტული ლოგოგრფიულ-სილაბური დამწერლობიდან; 4. იაპონური (კანა) და კორეული (კუნმუნი) სისტემები, რომლებიც ჩინური დამწერლობის გამარტივების შედეგადაა მიღებული; 5. ინდური სილაბური დამწერლობანი (ბრაჰმი, ქაროშთი) და ეთიოპიური, რომლებიც შესაბამისად არამეულ და სამხრეთ სემიტურ კონსონანტურ სისტემებში მეორეული გახმოვანების შემოტანის შედეგად არიან ჩამოყალიბებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დამწერლობათაგან გაანბანურების გზას ყველაზე ინტენსიურად დაადგა ძველი ირანული სოლისებრი დამწერლობა (ძვ. წ. VI-IV საუკუნეები), თუმცა იგი ისე გამოვიდა ხმარებიდან, რომ ნამდვილ ანბანურ დამწერლობად არ ქცეულა.
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავს მარცვალს; ლოგორაფიული დამწერლობიდან მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაზე გადავიდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე წინააზიური დამწერლობა. მისი უძველესი ძეგლები შუმერებს მოეპოვებათ და თარიღდება ძვ. წ. აღ.-ის IV ათასწლეულის II ნახევრით. უკვე III ათასწლეულის დასაწყისში ზოგი ერთმარცვლოვანი ლოგოგრამა გამოიყენება მარცვლის გამომხატველ ნიშნად. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის დამწერლობანი ტრანსფორმაციას განიცდიან - დამწერლობა გადადის ლურსმნული ნიშნების კომბინაციაზე, რაც საწერი მასალის - თიხის გამოყენებით იყო განპირობებული.
 
მარცვლოვანი დამწერლობის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათგან უძველესია ქაროშთი და ბრაჰმი (ძვ. წ. III საუკუნე). ქაროშთი მიღებულია არამეული დამწერლობიდან დამატებითი ნიშნების შემოღებით, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც ბრაჰმინში იყო შემუშავებული. მაგრამ თვით ბრაჰმის გენეზისი ჯერ ჯერობით ნათელი არ არის. ბრაჰმიდან მომდინარე სისტემები დღემდე რჩება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ზოგი მათგანი გამოიყენება ბეჭდვისათვის. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია დევანაგარი.
 
ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა ძველი სამხრეთ სემიტური კონსონანტური დამწერლობის თანდათანობითი ცვლილებების შედეგია. მასში განხორციელებული გახმოვანების სისტემა ინდურ პრინციპს ემყარება.
 
 
 
 
 
 
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ეწოდება ისეთ დამწერლობას, რომლის ნიშნები გამოხატავს მარცვალს; ლოგორაფიული დამწერლობიდან მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაზე გადავიდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე წინააზიური დამწერლობა. მისი უძველესი ძეგლები შუმერებს მოეპოვებათ და თარიღდება ძვ. წ. აღ.-ის IV ათასწლეულის II ნახევრით. უკვე III ათასწლეულის დასაწყისში ზოგი ერთმარცვლოვანი ლოგოგრამა გამოიყენება მარცვლის გამომხატველ ნიშნად. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის დამწერლობანი ტრანსფორმაციას განიცდიან - დამწერლობა გადადის ლურსმნული ნიშნების კომბინაციაზე, რაც საწერი მასალის - თიხის გამოყენებით იყო განპირობებული.
 
მნიშვნელობით ლოგოგრაფიულ-სილაბური და ფორმით ლურსმნული იყო წინა და მცირე აზიის დამწერლობათა უმრავლესობა, რომლებიც სათავეს შუმერულიდან იღებენ:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამწერლობა“-დან