სილაბური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სილაბური დამწერლობა''' ([[ბერძნული ენა{{lang-el|ბერძ.]]συλλαβή}} syllabē - მარცვალი) - მარცვლოვანი დამწერლობა; [[ფონეტიკური დამწერლობა|ფონეტიკური დამწერლობის]] სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს დამოუკიდებელი მარცვლის წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს წმინდა სილაბური და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან აღსანიშნავია კუნძულ [[კვიპროსი]]ს [[დამწერლობა]], აგრეთვე [[ეთიოპიური დამწერლობა|ეთიოპიური]] და ინდური დამწერლობები ([[ქაროშთი]], [[ბრაჰმი]] და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა) განეკუთვნება [[იაპონური დამწერლობა|იაპონური]], [[კორეული დამწერლობა|ძველი კორეული]], [[სოლისებრი დამწერლობა|გვიანდელი სოლისებრი]] (აქადური, ხეთური) და იეროგლიფური [[ლუვიური დამწერლობა]]. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი სირთულით ხასიათდება, ამიტომ [[ანბანი|გაანბანების]] ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია [[სპარსული სოლისებრი ანბანი]]
 
==ლიტერატურა==