იდეოგრამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იდეოგრამა''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]] {{lang-el|ἰδέα}}, ''[idea''] — „იდეა“ + {{lang-el2|γράφω}}, ''[grafo''] — „წერა“) — გრაფიკული სიმბოლო, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. განვითარების თვალსაზრისით, პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხური. ამ სახის დამწერლობაში მიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს, რომლებიც ამ ნიშანს უკავშირდებიან, — მთლიან სიტყვას ნებისმიერ გრამატკიკულ ფორმაში. მაგალითად წრე გამოხატავს არა მარტო [[მზე]]ს არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსანიშნავად გრაფიკული სიმბოლოებიც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძველ შუმერში ([[ძვ. წ. III ათასწლეული]]), ამერიკელ ინდიელთა ზოგ ტომთან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX საუკუნეში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები და სხვა.
 
იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა [[ჩინური ენა|ჩინური]] და [[იაპონური ენა|იაპონური]]. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ [[ეგვიპტური ენა|ეგვიპტურში]]. ხშირად ტერმინ ''იდეოგრამას'' ამჯობინებენ ''[[ლოგოგრამა]]ს''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იდეოგრამა“-დან