თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სახელით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 63:
 
== პირველი ქართული ოპერა ==
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო [[რევაზ გოგნიაშვილი|რევაზ გოგნიაშვილის]] „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს — დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს — ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. სწორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი. ნაკაშიძე და სხვები.
 
1937 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კლასიკოსის [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს სახელს ატარებს. თეატრი ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, როგორებიც არიან: [[ლამარა ჭყონია]], [[მედეა ამირანაშვილი]], [[თამარ გურგენიძე]], [[ცისანა ტატიშვილი]], [[მაყვალა ქარსაშვილი]], [[ზურაბ ანჯაფარიძე]], [[ნოდარ ანდღულაძე]], [[ზურაბ სოტკილავა]], [[პაატა ბურჭულაძე]], [[თემურ გუგუშვილი]], [[ლიანა კალმახელიძე]], [[ჯემალ მდივანი]], [[ელდარ გეწაძე]], ვალერიანო გამგებელი (ესპანეთი), [[ლადო ათანელი]] (გერმანია), ნაირა გლუნჩაძე (გერმანია), ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი, ესპანეთი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი, იტალია), შალვა მუქერია (ავსტრია), რომელიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.