ზიმბაბვე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 410:
ზიმბაბვეს განათლების სისტემა შედგება 2-წლიანი სკოლამდელი, 7-წლიანი დაწყებითი და 6-წლიანი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, რის შემდეგაც სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ ქვეყნის ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ზიმბაბვეში სასწავლო წელი იწყება იანვარში და მთავრდება დეკემბერში, საერთო ჯამში 40 კვირიანი სწავლა წელიწადში, სამპერიოდიანი არდადაგებით, რომელიც განაწილებულია ერთ თვეზე. ეროვნული გამოცდები ტარდება საშუალო სკოლის დამთავრების დროს და მისი დამთავრების დროს იღებენ სერთიფიკატს.<ref name="embassy">{{cite web|url=http://harare.usembassy.gov/zimbabwe_educational_profile.html|title=Zimbabwe US Embassy|accessdate=15 November 2007}}</ref>
 
ზიმბაბვეში არსებობს 7 საზოგადოებრივი (სახელმწიფო) [[უნივერსიტეტი]], ასევე 4 საეკლესიო უნივერსიტეტი, რომლებიც მთლიანად არიან აკრედიტირებულები საერთაშორისო დონეზე.<ref name="embassy" /> პირველი და ყველაზე დიდი [[ზიმბაბვეს უნივერსიტეტი]] აშენდა 1952 წელს და მდებარეობს ჰარარეს გარეუბან — მაუნტ-პლეზანტში. [[მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტი]] — სიდიდით მეორე საზოგადოებრივი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბულავაიოში. ის შეიქმნა 1991 წელს. ეს უნივერსიტეტი ისწრაფვის გახდეს განვითარებული და ავტორიტეტული დაწესებულება არა მხოლოდ ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკაში, არამედ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო საძმოს შორის. მისი ხელმძღვანელობა, კულტურული ფასეულობები, მისი ყველა წევრის და საზოგადოების დამსახურებაა. [[აფრიკის უნივერსიტეტი]] — გაერთიანებული მეთოდისტური უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს მანიკალენდის პროვინციაში და სტუდენტებს იზიდავს აფრიკის სულ ცოტა 36 ქვეყნიდან. უნივერსიტეტი სულ უფრო იზრდება და აქვს მდგრადი სასწავლო მასალები და სწავლის შესაძლებლობები. 2012 წლის მდგომარეობით ქვეყანაში არსებობს 15 დარეგისტრირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება (9 სახელმწიფო და 5 კერძო), 15 პედაგოგიური კოლეჯი, 8 პოლიტექნიკური ინსტიტუტი და 2 პროფესიონალური განათლების კოლეჯი.<ref name=":35">{{Cite journal|url=http://search.proquest.com.ezproxy.rice.edu/docview/1535263267?accountid=7064|title=Quality assurance in higher education in Zimbabwe|last=Garwe|first=Evelyn Chiyevo|date=April 2014|journal=Research in Higher Education|doi= |pmid= |access-dateaccessdate=17 November 2015|pages=1–10|issue= |volume=23}}</ref>
 
განათლების სფერო ზიმბაბვეში საფრთხის ქვეშ დადგა. 2000 წლის ეკონომიკური ცვლილებების გამო მასწავლებლებს ეძლეოდათ დაბალი ხელფასი და მათ დაიწყეს გაფიცვები, სტუდენტებს შიმშილის გამო სწავლის შესაძლებლობა აღარ გააჩნდათ. რობერტ მუგაბეს ხელისუფლებას მასწავლებლების მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგანაც იგი თვლიდა, რომ ისინი არ იყვნენ მისი მხარდამჭერები.<ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/world/africa/6566919.stm|title=BBC report on 40 years in Zimbabwe's schools|accessdate=3 November 2007|date=19 April 2007|publisher=BBC News}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზიმბაბვე“-დან