პათოფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ექსპერიმენტი → ცდა using AWB
კათედრის გამგეების ჩამონათვალს დაემატა სამი პიროვნება.
 
ხაზი 11:
პათოფიზიოლოგიის შესწავლის ერთ–ერთი ძირითადი მეთოდი არის ცდა, რაც საექსპერიმენტო ცხოველებზე ავადმყოფობის მოდელირებას გულისხმობს. ავადმყოფობის განვითარების მექანიზმების ასახსნელად, გამოიყენება სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევის სხვა მეთოდებიც, თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება. კლინიკური პათოფიზიოლოგია კი, ავადმყოფზე დაკვირვებითა და თანამედროვე კვლევების ჩატარების შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
 
პათოფიზიოლოგიის ისტორია მე-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს და მე-XVIII საუკუნეში უკვე იხმარება ტერმინი „პათოლოგიური ფიზიოლოგია“. [[1996]] წლიდან კი მიღებულია ეწოდოს „პათოფიზიოლოგია“. [[1960|1960 წელს]] დაარსდა საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] საპატიო წევრი ვ.ვორონინი, ის [[1922]] წლიდან [[1955]] წლამდე ხელმძღვანელობდა პათოფიზიოლოგიის კათედრას (ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი), რომელიც 1920 წელს, თსუ–ის სამკურნალო ფაკულტეტზე დაარსდა. 1955 წლიდან 1976 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ირინა ზაალიშვილი, 1976 წლიდან 1990 წლამდე პროფესორი თეიმურაზ ნათაძე,1990 წლიდან 2016 წლამდე პროფესორი ვახტანგ ყიფიანი, 2016 წლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი.
 
== ლიტერატურა ==