ალექსანდრე თაყაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[1914]] წელს დაამთავრა [[თბილისის პირველი გიმნაზია]] და შევიდა კიევის[[კიევი]]ს [[კიევის უნივერსიტეტი|უნივერსიტეტის]] იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. ომის შემდეგ სწავლა თბილისის რუსულ თეატრთან არსებულ სტუდიაში პროფესორ გ. გლავაცკისთან განაგრძო.
 
[[1924]] წელს ა. თაყაიშვილი [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] მიიწვია [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი მათ შორის პოლონიუსი „ჰამლეტში“, რუსი ჩინოვნიკი ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, სენატორი ნ. აზიანის „დეზერტირკაში“ და სხვა. [[1926]] წლიდან სახკიმრეწვის რეჟისორი და მსახიობია. აქ მან დადგა კინო-ფილმი „მოზარდი ენთუზიასტები“, ითამაშა ერთ დროს გახმაურებულ ფიმებში: „ბელა“, „ბოშური სახლი“, „გიული“ და სხვა.
ხაზი 9:
[[1928]]–[[1945]] ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, სადაც დაინიშნა კ. მარჯანიშვილის რეკომენდაციით. ამ თეატრში დადგა 25 სპექტაკლი. მათ შორის ნ. საცის „ფრიც ბაუერი“, ს. მთვარაძის „სურამის ციხე“, გ. ნახუცვრიშვილის „პატარა მეგობრები“ და „ცეცხლის ხაზზე“, აკაკი წერეთლის „პატარა კახი“, შ. დადიანის „ბოთე და კუსპარა“, მოლიერის „სკაპენის ოინები“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ს. ზაიაცკის „რობინ ჰუდი“, შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და სხვა.
 
[[1945]]–[[1956]] წლებში ა. თაყაიშვილი [[თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი |თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის]] სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ თეატრის სცენაზე დადგა ი. მოსაშვილის „ძაძირული ქვები“, ნ. გოგოლის „რევიზორი“, ა. შტეინის „პერსონალური საქმე“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ და სხვა. [[1945]] წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო. მისი ღვაწლი აღინიშნა [[ლენინის ორდენი|ლენინის]], [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]], „[[საპატიო ნიშნის ორდენი|საპატიო ნიშნის]]“ ორდენებითა და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — '''ვლადისლავა კონსტანტინეს ასული ბუშინსკაია''' — (დ. [[1907]], [[გალიჩი]], [[კოსტრომის ოლქი]] გ. [[13 აგვისტო]], [[1975]], [[თბილისი]]).
 
==ლიტერატურა==