ივანე I მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ივანე I მხარგრძელი''' (გ. [[1227]]), საქართველოს [[დიდებული]] XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველ მესამედში. [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[მხარგრძელი, სარგის|სარგისის]] ძე. ჯერ [[მსახურთუხუცესი]] (სასახლისა და სამეფო დომენის გამგებელი), შემდეგ - [[ათაბაგი]]. დიდი მემამულე: ქვემო ქართლის ნაწილის, შემოერთებული სომხური თემების ნაწილის (დვინის მხარე - ვასპუკანი, გელაქუნი) მდლობელი.
 
მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ "ითაყვანა დარბაზის ყმად" (ე.ი. კარისკაცად). [[იური ანდრიას ძის აჯანყება 1191|იური ანდრიას ძის აჯანყების]] ([[1191]]) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის [[დადიანი, ვარდან|ვარდან დადიანის]] [[სახელო]] - მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში - [[კაენი]] და [[კაიწონი]], აგრეთვე [[გელაქუნი]]. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, [[მხარგრძელი, ზაქარია II|ზაქარიასთან]] ერთად ის იყო მეწინავე [[სადროშო|სადროშოს]] ერთ-ერთი [[სარდალი]]. მონაწილეობდა [[შამქორი ბრძოლა 1195|შამქორისა]] და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლებში]], კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.
ხაზი 7:
ივანე კონფესიურად თავდაპირველად[[ მონოფიზიტობა|მონოფიზიტი]] იყო, შემდეგ მიიღო დიოფიზიტობა. მან დიოფიზიტურად აქცია ახპატისა (პღნძჰანქის) და სანაინის მონასტრები. ივანე დაკრძალეს [[სანაინი|სანაინის]] მონასტერში, რომელიც მისი სახლის საძვალედ იქცა.
 
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 271, თბ., 1984
 
{{DEFAULTSORT:მხარგრძელი, ივანე I}}