ნეიტრონული ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 141:
=== შერწყმა და ნუკლეოსინთეზი ===
ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას, შეინიშნება გრავიტაციული ტალღების წარმოქმნა. დროთა განმავლობაში ობიექტები ერთმანეთს ერწყმიან და ერთიანდებიან, რაც მოკლე გამა-გამოსხივების წყაროსთვის მოწინავე მოდელს წარმოადგენს. ამ მოდელისთვის უტყუარი მტკიცებულება კილონოვაზე დაკვირვებამ და შესწავლამ უზრუნველყო, რომელიც მოკლე გამა-გამოსხივება GRB 130603B-სთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ კი ეს დამტკიცდა გრავიტაციული ტალღა GW170817-ითა და GRB 170817A-ით, რაც გრავიტაციული ტალღების ლაზერო-ინტერფერომეტრული ობსერვატორიის (LIGO), ევროპის გრავიტაციული ობსერვატორიის (Virgo) და კიდევ 70 სხვადასხვა ობსერვატორიის მიერ ამ მოვლენის ელექტრომაგნიტურ სპექტრზე დაკვირვებით დამტკიცდა. სარწმუნოა, რომ კილონოვას სინათლე ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შედეგად გამოყოფილი მატერიის რადიოაქტიური დაშლით არის გამოწვეული. სუპერნოვას ნუკლეოსინთეზის თეორიისგან განსხვავებით, შესაძლოა, ეს მატერია რკინის შემდეგ სხვადასხვა ქიმიური ელემენტის წარმოქმნაზე იყოს პასუხისმგებელი.
 
== პლანეტები ==
ნეიტრონულ ვარსკვლავს შესაძლოა ორიგინალური, წრიულად მოძრავი, დაჭერილი, ან პლანეტის ფორმირების მეორე ციკლის შედეგად ეგზოპლანეტები გააჩნდეს. პულსარს ვარსკვავის ატმოსფეროს ჩამოშორება შეუძლია, რაც პლანეტარული მასის ნაწილს წარმოადგენს და შესაძლოა ნაგულისხმევი იყოს, როგორც ქტონიური პლანეტა ან ვარსკვლავური ობიექტი. ასეთი პლანეტები შესაძლოა პულსარული დროის მეთოდით გამოვლინდეს, რაც სხვა მეთოდებთან შედარებით პატარა პლანეტების უფრო მაღალი სიზუსტით გამოვლენის საშუალებას იძლევა. 1992-1994 წლებში პირველი ეგზოპლანეტები, დრაუგრი, პოლტერგეისტი და ფობეტორი გამოვლინდა, რომლებიც PSR B1257+12-ის გარშემო მოძრაობდნენ. 2 მთვარის მასის მქონე დრაუგრი ყველაზე პატარა ეგზოპლანეტაა ოდესმე აღმოჩენილთაგან. პულსარული პლანეტები მცირე რაოდენობით ხილულ სინათლეს იღებენ, მაგრამ დიდი ოდენობით იონიზირებადი გამოსხივებისა და მძლავრი ენერგიის მქონე ვარსკვლავური ქარის ზემოქმედებით, არამეგობრული გარემო გააჩნიათ.
 
* [http://www.astro.umd.edu/~miller/nstar.html Introduction to neutron stars]