ემპირიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.23.49.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეიმს 0104-ის მიერ რედაქტირებული...
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:JohnLocke.png|მინი|[[ჯონ ლოკი]], ბრიტანული ემპირიზმის წამყვანი ფილოსოფოსი]]
'''ემპრიზმი''' ([[ბერძნული ენა|ბერძ]].empeiria - გამოცდილება) — [[თეორია]], რომელიც ცდას აღიარებს შემეცნების ერთადერთ წყაროდ.<ref>{{cite web|title=Empiricism|url=http://philosophy.wisc.edu/sober/Empiricism%20oct%20069.pdf}}</ref> იგი არ უარყოფს [[გონება|გონების]] ანუ აბსტრაქტული აზროვნების როლს შემეცნების პროცესში, მაგრამ კატეგორიულად კრძალავს მის მიერ ცდის საზღვრებს მიღმა გასვლას. აზროვნება, თუგინდ თეორიული და აბსტრაქტული, ოღონდ ცდის ფარგლებში — ასეთია ემპირიზმის მოთხოვნა.
 
[[ფრენსის ბეკონი|ფრენსის ბეკონის]] შემდეგ ემპირიზმის გამგრძელებლები არიან [[ჯონ ლოკი]], [[ტომას ჰობზი|ტომას ჰობსი]], ჰიუმი და ბერკლი. ემპირიზმი რაციონალიზმზე უფრო მეტად იფარგლება შემეცნების პრობლემით. ბეკონი მხოლოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიას გვაწვდის, ჰობსი - მექანიცისტურ დოქტრინას, ბერკლი კი - არამატერიალისტურს, თუმცა ორივე ხაზს უსვამს ფილოსოფიის გნოსეოლოგიურ ასპექტს. ლოკთან და ჰიუმთან ფილოსოფია თითქმის მთლიანად შემეცნების პრობლემა და დოქტრინაა. ემპირიზმი ფაქტების, დეტალების, შემეცნებითი და ნებელობითი ფენომენების, ანუ ზოგადად ფსიქიკური პროცესების ფილოსოფიაა. ემპირისტები არ სყწალობენ უნივერსალურ პრინციპებს. იმ დროს, როდესაც რაციონალიზმი ვოლფის მშრალი და პრეტენზიული სისტემატიზაციით სრულდება, ემპირიზმი ჰიუმის სკეპტიკურ ფენომენიზმში სრულდება. თითქოსდა მეცნიერების პროგრესისადმი მტრულად განწყობილი რაციონალიზმი ადამიანის ცოდნასა და რეალობის ამოწურვის თითქმის ღვთაებრივ უნარს ასხამს ხოტბას. მეცნიერებათა პროგრესი მხოლოდ ემპირიზმის დამსახურება არაა, რადგანაც მეცნიერების დარგების წინსვლა ასევე უკავშირდება მათემატიკის განვითარებასაც, რომელიც რაციონალისტურ გარემოში ვითარდება.
 
== სქოლიო ==
ხაზი 8:
 
{{ფილოსოფია}}
 
{{ფილოსოფიის თემები}}
 
[[კატეგორია:ემპირიზმი]]
[[კატეგორია:ფილოსოფიური სკოლები და ტრადიციები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემპირიზმი“-დან