შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 70:
== ინტერესები და პატრონაჟი ==
[[ფაილი:Queen-charlotte-1744-1818.jpg|მინი|329x329პქ|დედოფალი შარლოტა 1779 წელს]]
მეფე [[Ჯორჯ III|ჯორჯ III]] და დედოფალი შარლოტა მუსიკის შესანიშნავად მცოდნე და მისი დიდი მოყვარულები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულ უპირატესობას გერმანელ კომპოზიტორებსა და მხატვრებს ანიჭებდნენ, რაც ცხადია შარლოტას გავლენა იყო. ცნობილია, რომ მეფე-დედოფალი [[Გეორგგეორგ ფრიდრიხ ჰენდელი|გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის]] დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ.
 
1764 წლის აპრილში [[ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი|ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი]] ევროპაში მოგზაურობის დროს, საფრანგეთის შემდეგ დიდ ბრიტანეთსაც ეწვია, სადაც სამეფო ოჯახზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მოცარტი ლონდონში 1765 წლის ივლისამდე დარჩა, რის შემდეგაც ბრიტაანეთი დატოვა. იოჰან კრისტიან ბახი, დიდი [[იოჰან სებასტიან ბახი|იოჰან სებასტიან ბახის]] ვაჟი, სწორედ ინგლისის სამეფო კარის მთავარი მუსიკოსი და დედოფლის ფავორიტი იყო. ცნობილია, რომ დედოფალი პირადად ადევნებდა თვალ-ყურს გერმანელი კომპოზიტორების მოღვაწეობას, მათ ახალ შედევრებს კი დაუყოვნებლივ ყიდულობდა და მუსიკოსებს აკვრევინებდა. ცნობილია, რომ შარლოტას თავადაც შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, რის გამოც მოცარტის სტუმრობისას დედოფალმა მასთან ერთად დუეტი შეასრულა. 1765 წლის ოქტომბერში მოცარტი ლონდონს კვლავ დაუბრუნდა. იგი სპეციალურად იქნა მოწვეული მეფე ჯორჯის ტახტზე ასვლიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით.