შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
|რელიგია = [[პროტესტანტიზმი]]
}}
'''შარლოტა მეკლენბურგ-შტერლიცელი''' ({{Lang-de|Charlotte von Mecklenburg-Strelitz}}; დ. [[19 მაისი]], [[1744]], [[Მეკლენბურგ-შტრელიცი|მეკლენბურგ-შტრელიცი]], [[Საღვთოსაღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერია]] — გ. [[17 ნოემბერი]], [[1818]], [[Ლონდონი|ლონდონი]], [[Გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებული სამეფო]]) — ბრიტანეთისა და ჰანოვერის კონსორტი დედოფალი და მეფე [[Ჯორჯ III|ჯორჯ III]]-ის მეუღლე. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი 1761-დან 1801 წლამდე, სანამ ეს ორი სამეფო არ გაერთიანდა, რის შემდეგაც იგი გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი. აგრეთვე 1761-დან 1814 წლამდე იყო ჰანოვერის კურფიურსტი, რის შემდეგაც ჰანოვერი სამეფოდ გადაკეთდა და ისიც ჰანოვერის დედოფალი გახდა. დიდი ბრიტანეთის ორი მეფის, [[Ჯორჯ IV|ჯორჯ IV]]-ისა და [[Უილიამ IV|უილიამ IV]]-ის, ასევე ჰანოვერის მეფე [[Ერნესტერნესტ ავგუსტ I (ჰანოვერი)|ერნესტ I]]-ისა და ვიუტემბერგის დედოფალ შარლოტა ბრიტანელის დედა. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბებია.
 
შარლოტა იყო ხელოვნების უდიდესი პატრონაჟი და მოყვარული ბოტანიკოსი, რომელიც ხელს უწყობდა მებაღეობის განვითარებას. მას არ ჰქონია ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, რადგანაც ქორწინებიდან მალევე მისი ქმარი ნელ-ნელა ჭკუიდან შეირყა, საბოლოოდ კი გაგიჟდა. ამის გამო ქვეყნის რეგენტად მისი უფროსი ვაჟი დაინიშნა. ჯორჯ III-სა და შარლოტას სულ 15 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან 13-მა მიაღწია სრულწლოვანებამდე.
ხაზი 72:
მეფე [[Ჯორჯ III|ჯორჯ III]] და დედოფალი შარლოტა მუსიკის შესანიშნავად მცოდნე და მისი დიდი მოყვარულები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულ უპირატესობას გერმანელ კომპოზიტორებსა და მხატვრებს ანიჭებდნენ, რაც ცხადია შარლოტას გავლენა იყო. ცნობილია, რომ მეფე-დედოფალი [[Გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი|გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის]] დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ.
 
1764 წლის აპრილში [[Ვოლფგანგვოლფგანგ ამადეუს მოცარტი|ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი]] ევროპაში მოგზაურობის დროს, საფრანგეთის შემდეგ დიდ ბრიტანეთსაც ეწვია, სადაც სამეფო ოჯახზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მოცარტი ლონდონში 1765 წლის ივლისამდე დარჩა, რის შემდეგაც ბრიტაანეთი დატოვა. იოჰან კრისტიან ბახი, დიდი [[Იოჰანიოჰან სებასტიან ბახი|იოჰან სებასტიან ბახის]] ვაჟი, სწორედ ინგლისის სამეფო კარის მთავარი მუსიკოსი და დედოფლის ფავორიტი იყო. ცნობილია, რომ დედოფალი პირადად ადევნებდა თვალ-ყურს გერმანელი კომპოზიტორების მოღვაწეობას, მათ ახალ შედევრებს კი დაუყოვნებლივ ყიდულობდა და მუსიკოსებს აკვრევინებდა. ცნობილია, რომ შარლოტას თავადაც შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, რის გამოც მოცარტის სტუმრობისას დედოფალმა მასთან ერთად დუეტი შეასრულა. 1765 წლის ოქტომბერში მოცარტი ლონდონს კვლავ დაუბრუნდა. იგი სპეციალურად იქნა მოწვეული მეფე ჯორჯის ტახტზე ასვლიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით.
 
ცნობილია, რომ დედოფალი შარლოტა მოყვარული ბოტანიკოსიც იყო და დიდად იყო დაინტერესებული [[Კიუსკიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები|კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღებით.]] აღმოჩენების ეპოქაში მცხოვრებმა შარლოტამ, უამრავ ბრიტანელ მკვლევარსა და მოგზაურს დაატანა უცხო ქვეყნებიდან ახალი სახეობის მცენარეების ჩამოტანა. მათაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩაჰქონდათ უამრავი ახალი მცენარე, რამაც ბოტანიკური ბაღები ძალიან გაამდიდრა. მისი ინტერესი ბოტანიკისადმი გააღვივა ერთმა სამხრეთ აფრიკულმა ყვავილმა, რომელიც ლურჯი შეფერილობის იყო და ფრინველის ფორმა ჰქონდა, მოგვიანებით მას ''Strelitzia reginae'' ანუ შტრელიცელი დედოფალი დაარქვეს.
 
გარდა მუსიკისა და ბოტანიკისა, ჯორჯი და შარლოტა ასევე იყვნენ მხატვართა დიდი მოტრფიალენი. მათ სამეფო კარზე დაქირავებულნი ჰყავდათ გამოჩენი ბრიტანელი მხატვრები, რომლებსაც ხშირად უკვეთავდნენ პორტრეტებს, რომლებმაც დღემდე მოაღწია ჩვენამდე. შარლოტას ძალიან უყვარდა, როდესაც მას ხატავდნენ, ამიტომაც საკუთარ პორტრეტს ხშირად უკვეთავდა, იგი ასევე იხატებოდა ჯორჯთან და შვილებთან ერთადაც და ასევე ზრუნავდა, რომ მის შვილებსაც ჰქონოდათ საკუთარი პორტრეტები. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფალს ძალიან უყვარდა ფაიფური. სპეციალურად მისთვის პირდაპირ ჩინეთიდან ჩამოჰქონდათ უძვირფასესი ფაიფურის ჭურჭელი, რაც მის კიდევ ერთ ინტერესად, ან აკვიატებად ითვლება.
ხაზი 81:
 
== ურთიერთობა მარი ანტუანეტთან ==
შარლოტასა და საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს, როგორც მოკავშირე ქვეყნების დედოფლებს ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც 1789 წელს საფრანგეთის დიდი რევოლუცია დაიწყო, შარლოტა მას კიდევ უფრო დაუახლოვდა. დედოფალი შარლოტა [[Მარიმარი ანტუანეტი|მარი ანტუანეტზე]] 11 წლით უფროსი იყო, თუმცა მათ მრავალი საერთო ინტერესი ჰქონდათ, როგორიცაა მოდა, ხელოვნება და მუსიკა, ასევე ორივეს საოცრად ენთუზიაზმით სავსე ხასიათი ჰქონდა. მართალია ეს ორი დედოფალი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, თუმცა მათ თავიანთი გულითადი მეგობრობა ფურცელსა და კალამზე გადაიტანეს. საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისთანავე ეს ამბავი მარი ანტუანეტმა ბრიტანეთის დედოფალს შეატყობინა. შარლოტამ იცოდა, რომ სამეფო ოჯახი საფრანგეთიდან გაიქცეოდა, ამიტომაც მან ლტოვლივი მეფე-დედოფლისთვის სასახლისა და სხვა წვრილმანების მზადება დაიწყო, თუმცა მარი ანტუანეტი ქმართან ერთად ფრანგებმა საზღვარზე დაიჭირეს. შარლოტა მეტად გულ მოკლული დარჩა, როცა შეიტყო, რომ მისი საყვარელი მარი ანტუანეტი და მისი ქმარი საფრანგეთში სიკვდილით დასაჯეს.
 
== მეუღლის ავადმყოფობა და რეგენტობა ==
ხაზი 333:
[[კატეგორია:ჰანოვერის დედოფლები]]
[[კატეგორია:ბრიტანეთის კონსორტები]]
[[კატეგორია:Ქალიქალი რეგენტები]]
[[კატეგორია:Ინგლისისინგლისის რეგენტები]]