ეგრისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ინფოდაფა
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მთა
| სახელი = ეგრისის ქედი
| სურათი =
| სურათის_წარწერა =
| ქვეყანა = {{დროშა|საქართველო}}
| ტერიტორიული ერთეული = [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტია]], [[წალენჯიხის მუნიციპალიტეტი|წალენჯიხა]], [[ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი|ჩხოროწყუ]], [[მარტვილის მუნიციპალიტეტი|მარტვილი]], [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი|ლენტეხი]], [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერი]]
| უმაღლესი წერტილი = [[ჭითაგვალა]]
| სიმაღლე = 3226
| ფართობი =
| სიგრძე =
| სიგანე =
|lat_dir = N |lat_deg = 42 |lat_min = 42 |lat_sec = 30
|lon_dir = E |lon_deg = 42 |lon_min = 36 |lon_sec = 41
| პოზრუკა = საქართველო
| ლანდშაფტი =
| ამგებელი ქანები =
| ასაკი =
| საიტი =
| ვიკისაწყობი =
}}
'''ეგრისის ქედი''', ''სამეგრელოს ქედი'', ''ოდიშის ქედი'' — [[კავკასიონი]]ს სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, [[მდინარე]]ების [[ენგური]]სა და [[ცხენისწყალი (მდინარე)|ცხენისწყლის]] წყალგამყოფი. [[მესტიის რაიონი|მესტიის]], [[წალენჯიხის რაიონი|წალენჯიხის]], [[ჩხოროწყუს რაიონი|ჩხოროწყუს]], [[მარტვილის რაიონი|მარტვილის]], [[ლენტეხის რაიონი|ლენტეხის]] და [[ცაგერის რაიონი|ცაგერის]] რაიონებში. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი [[ჭითაგვალა]] (3226 მ). 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: [[ცალმაგი]], [[ტეხურიშდუდი]], [[ლაკუმურაშდუდი]], [[დიდღალიდუდი]], [[ოთეფურა]], [[თხეიშიშდუდი]] და სხვა. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი განყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: [[მაგანა (მდინარე)|მაგანა]], [[ჭანისწყალი]], ხობი, [[ტეხური]], ჩრდილოეთისაკენ - [[თხეიში]], [[კასლეთი]] და [[ხელედულა]]ს მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა [[ტობავარჩხილი]]. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია [[ოხოჯა (ტბა)|ოხოჯა]] და [[დიდი ტობავარჩხილი]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგრისის_ქედი“-დან