გიშერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|გიშერი '''გიშერი''', იგივე სათი, გაგატი — ნ...
 
No edit summary
ხაზი 2:
'''გიშერი''', იგივე სათი, გაგატი — [[ნახშირი (წიაღისეული)|წიაღისეული ნახშირის]] სახესხვაობა, შავი ფერის ქვა (მინერალოიდი); მქრქალია (საღ მონატეხზე – ელვარე). ახასიათებს სიბლანტე და ნიჟარისებრი მონატეხი; ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სისალე მინერალოგიური სკალით 3–3,5; სიმკვრივე დაახლ. 1300–1400 კგ/მ³.
 
წარმოიქმნება [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ან [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური]] ასაკის ზღვიურ შლამში მერქნის მეტამორფიზმის შედეგად. გვხვდება დანაგროვების ან ცალკეული ნატეხების სახით [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებში]], [[მერგელი|მერგელებსა]] და სუსტად მეტამორფიზებულ [[ქვანახშირი|ქვანახშირში]] ან მურა ნახშირში. გიშერს იყენებენ ძირითადად სამკაულების დასამზადებლად. საქართველოშისაქართველოს ტერიტორიაზე გიშრის საბადოები განლაგებულია [[იურული სისტემა|იურული ასაკის]] ნახშირიან წყებაში ([[გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|გელათი]], [[ძიროვანი]]; [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი]]).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიშერი“-დან