ვეტლუგა (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|ვეტლუგა}}
'''ვეტლუგა''' — [[მდინარე]] [[რუსეთის ფედრაცია|რუსეთის ფედრაციის]] კიროვის, კოსტრომის, გორკის ოლქებში და [[მარეთის რესპუბლიკა]]ში. მდინარე [[ვოლგა|ვოლგის]] მარცხენა შენაკადი. სიგრძე 889 კმ, აუზის ფართობი 39,4 ათ. კმ². ვეტლუგის ხეობა ასიმეტრიულია: მარცხენა ფერდობი დაბალია, მარჯვენა ზოგან 100 მ-მდე მაღლდება, ქვემოთში დაბალი ნაპირები აქვს, რომლებიც წყალდიდობის დროს იტბორება. მდინარის ჭალაში [[ტბა|ტბები]] და [[ნარიონალი|ნარიონალებია]]. ვეტლუგა საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. იყინება ნოემბრის დასაწყისში, [[ყინულძვრა]] აპრილშია. აცურებენ ხე-ტყეს. სანაოსნოა შესართავიდან 700 კმ. მდინარე ვეტლუგას ნაპირზეა ქალაქი [[ვეტლუგა]].