ნეიტრონული ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 132:
 
ნეიტრონულ ვარსკვლავთაგან ყველაზე ახლომდებარეა RX J1856.5-3754, დაახლოებით 400 სინათლის წლის მანძილზე. ასევე PSR J0108-1431, რომელიც დაახლოებით 424 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. RX J1856.5-3754 ნეიტრონული ვარსკვლავების მჭიდრო ჯგუფის შემადგენელი ობიექტია, რომელსაც შესანიშნავ (დიდებული) შვიდეულს უწოდებენ. კიდევ ერთი ახლომდებარე ნეიტრონული ვარსკვლავი პატარა დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ის კანადელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ტრანზიტის მეთოდით აღმოაჩინეს და მეტსახელად 1960 წლის მხატვრული ფილმის, „შესანიშნავი შვიდეულის“ (The Magnificent Seven) ბოროტი პერსონაჟის სახელი „კანვერა“ უწოდეს.
 
== ნეიტრონული ვარსკვლავების ბინარული სისტემები ==
ცნობილი ნეიტრონული ვარსკვლავების დაახლოვებით 5% ბინარულ სისტემას წარმოადგენს. ბინარული სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება შესაძლოა რთული პროცესი იყოს. ნეიტრონულ ვარსკვლავებს კომპანიონობას უმეტესად [[Მთავარი მიმდევრობა|მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები]], [[Წითელი გიგანტი|წითელი გიგანტები]], [[Თეთრი ჯუჯა|თეთრი ჯუჯა]] ან სხვა ნეიტრონული ვარსკვლავები უწევენ. ბინარული სისტემის ევოლუციის თანამედროვე თეორიების მიხედით ობიექტის კომპანიონობას შესაძლოა შავი ხვრელიც წარმოადგენდეს. გრავიტაციული ტალღების გამოვლენის ძირითადი წყარო შესაძლოა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგი იყოს.
 
== რენტგენული ბინარული სისტემები ==
ბინარული სისტემა ხშირად რენტგენული გამოსხივების წყაროა, რასაც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე აკრეცირებული მეზობელი ვარსკვლავის გარე ფენების ცხელი გაზი და ნივთიერება წარმოადგენს. მძლავრი გრავიტაციით მიტაცებული გაზით ობიექტის მასა შესაძლოა იმდენად გაიზარდოს, რომ კოლაფსირდეს და შავ ხვრელად გადაიქცეს.
 
* [http://www.astro.umd.edu/~miller/nstar.html Introduction to neutron stars]