თითბერს, რომელიც შეიცავს 20% თუთიას, იყენებენ ნაკეთობათა ცივი შტამპვით, დაწნეხითა და ადიდვით დასამზადებლად. მექანიკური, ანტიკოროზიულ და სხვა თვისებათა გასაუმჯობესებლად სპილენძისა და თუთიის ორმაგ შემადნობებს უმეტესად [[ალუმინი|ალუმინს]], რკინას[[რკინა]]ს, [[მანგანუმი|მანგანუმს]], ნიკელს, ტყვიას[[ტყვია]]ს და სხვა ელემენტებს უმატებენ (ჯამში დაახლოებით 10-მდე). თითბერს, რომელიც შეიცავს 15% Zn და 0,5% Al აქვს ოქროს ფერი, გადიდებული ატმოსფერული კოროზიამდგრადობა; მას იყენებენ, როგორც ოქროს შემცვლელს, წარჩინების ნიშნების, მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად. თითბერი, რომელსაც დამატებული აქვს 1,5% Sn, ზღვის წყლის მიმართ კოროზიამედეგია. ტყვიის შემცველ თითბერს იყენებენ საავტომობილო და საათების მრეწველობაში. თითბერს იყენებენ აგრეთვე საერთო მანქანათმშენებლობაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, თბოტექნიკაში და წარმოების სხვა მრავალ დარგში.
მხოლოდ [[1746]] წელს [[ანდრეას მარგრაფი|ა. მარგრაფმა]] შეიმუშავა თითბრის მიღების მეთოდი. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია: ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, არის ლამაზი ფერის და შედარებით იაფი; შენადნობში თუთიის შემცველობის გაზრდასთან ერთად იცვლება თითბერის ფერი – წითლიდან ღია – ყვითლამდე. ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.