ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2018 წლის 5 სექტემბერი}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი''' ({{Lang-fr|Élisabeth Charlotte d'Orléans}}; დ. [[13 სექტემბერი]], [[1676]], [[საფრანგეთი]] — გ. [[23 დეკემბერი]], [[1744]], [[ლოთარინგია]]) — ორლეანების დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ [[ფილიპ I (ორლეანი)|ფილიპ I]]-ისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია [[ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი|ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის]] ნაბოლარა ქალიშვილი. ატარებდა საფრანგეთის პატარა ქალიშვილის (ფრანგ. Petite-fille de France) წოდებას. 1698-1729 წლებში იყო ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია, როგორც ლეოპოლდ ლოთარინგიელის მეუღლე. აგრეთვე იყო ლოთარინგიის რეგენტი, კომერსის პრინცესა და მადმუაზელ დე შარტრი. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ [[ფრანც I შტეფანი|ფრანც I-]]<nowiki/>ის დედა.
 
== ბიოგრაფია ==
ელიზაბეტისა და ლეოპოლდის ქორწინებაში თოთხმეტი ბავშვი დაიბადა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიაღწია სრულწლოვანებამდე, სამი კი 1711 წლის მაისში, ერთ კვირაში დაიღუპა წითელას ეპიდემიის გამო. შვილების გაჩენის შემდეგ, ელიზაბეტმა საოცარი დედობრივი ინსტიქტი და დიდად მზრუნველობითი ხასიათი გამოავლინა.
 
ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, 1708 წელს ლეოპოლდმა საყვარლები გაიჩინა ანა მარგარიტა ლაინგილის სახით. მართალია ელიზაბეტ შარლოტს ძალიან სტკენდა გულს მეუღლის ღალატი, თუმცა დედის რჩევის საფუძველზე, რომლისთვისაც ასეთი რამ უცხო არ იყო, ჩუმად დარჩა. იგი ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას სამეფო სასახლეში მეუღლესა და მის საყვარელთან ერთად, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ლეოპოლდს ეს საყვარელი ცხოვრების ბოლომდე ჰყავდა და როგორც აცხადებდა, სწორედ ის იყო მისი ცხოვრების სიყვარული. ამის მიუხედავად, ელიზაბეტმა კიდევ ხუთი შვილი გაუჩინა ლეოპოლდს, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორი [[ფრანც I შტეფანი|ფრანც I]], რომელიც საღვთო რომის ორი იმპერატორის, ასევე სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალ [[მარია კაროლინა ავსტრიელი|მარია კაროლინასა]] და საფრანგეთის დედოფალ [[მარი ანტუანეტი|მარია ანტუანეტას]] მამა გახდა.
 
1701 წლის ივნისში ელიზაბეტის მამა, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I ვერსალის სასახლეში გარდაიცვალა, ჰერცოგი კი ელიზაბეტის ძმა ფილიპ II გახდა. ელიზაბეტის დედა კვლავ ლუი XIV-ის სამეფო კარზე, მის კმაყოფასა და კეთილგანწყობაზე რჩებოდა, თუმცა ლუიმ მას საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა. შედეგად, ელიზაბეტ შარლოტა წლების მანძილზე ვერ ნახულობდა დედამისს. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტი და დედამისი ერთმანეთს წერილების საშუალებით ხშირად ეკონტაქტებოდნენ. სწორედ მათი ხელშეწყობით, ლეოპოლდისა და მისი საყვარლის რეზიდენცია — შატო დე ლონგევილი ხანძარმა გაანადგურა.
 
1715 წელს ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ხუთი წლის შვილთაშვილი [[ლუი XV]] ავიდა, რომლის რეგენტადაც ელიზაბეტის ძმა, ჰერცოგი ფილიპ II დაინიშნა. 1718 წელს, ელიზაბეტის ხანმოკლე ვიზიტისას საფრანგეთში, მისმა ძმიშვილმა, ბერის ქვრივმა ჰერცოგინიამ ელიზაბეტს ლუქსემბურგის სასახლე აჩუქა.
 
საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ლეოპოლდმა ელიზაბეტს მისი უმაღლესობის წოდება მიანიჭა, რაც ლოთარინგიაში ჩვეულებრივ სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიდგვაროვნებს არ ჰქონდათ ხოლმე.
 
1722 წლის 25 ოქტომბერს რეიმსის კათედრალში შედგა ლუი XV-ის კორონაცია, რომელსაც ელიზაბეტიც დაესწრო თავისი შვილებითურთ. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ელიზაბეტის ნაბოლარა გოგონამ, პრინცესა ანა შარლოტმა ნახა თავისი ბებია, ამის შემდეგ ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი მალევე, 1722 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა. ელიზაბეტის ძმა კი კვლავ განაგრძობდა საფრანგეთის მმართვას, როგორც რეგენტი.
 
=== ლოთარინგიის რეგენტი ===
1729 წლის 27 მარტს ელიზაბეტის მეუღლე, ჰერცოგი ლეოპოლდი გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ფრანც შტეფანი ავიდა, თუმცა იგი ამ პერიოდში ვენაში იყო გამგზავრებული განათლების მისაღებად, სადაც 1730 წლამდე დარჩა, მანამდე კი ლოთარინგიის მართვა დედამისს, ახლა უკვე რეგენტ ელიზაბეტ შარლოტს ჩააბარა.
 
ელიზაბეტ შარლოტი ამ ხნის მანძილზე ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისი ქალიშვილი ანა შარლოტი როგორმე ლუი XV-ზე დაექორწინებინა. ეს ქორწინება არ შემდგარა ბურბონის ჰერცოგის დამსახურებით, რომელსაც მეფის საცოლედ პოლონეთის პრინცესა [[მარია ლეშჩინსკა]] ჰყავდა შერჩეული. ამის შემდეგ ელიზაბეტი ცდილობდა ანა თავის ძმის შვილზე, ორლეანის ტახტის მემკვიდრეზე დაექორწინებინა, თუმცა ვინაიდან ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, ქორწინებაზე რომის პაპის ნებართვა იყო საჭირო, რომელიც ვერ მიიღეს.
 
=== კომერსის პრინცესა ===
საფრანგეთის მეფე ლოთარინგიის მისი სიმამრის, წარსულში პოლონეთის მეფე [[სტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ ლეშჩინსკისთვის]] გადაცემას მოითხოვდა, რაც წლების შემდეგ, 1737 წელს მოახერხა კიდეც. ფრანც შტეფანმა ცოლად ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატრიცა [[მარია ტერეზია|მარია ტერეზია ავსტრიელი]] შეირთო, რის შემდეგაც პატარა ლოთარინგიაზე აღარც უფიქრია. მალევე ელიზაბეტ შარლოტი კომერსში დასახლდა, სადაც საკუთარი სუვერენული კომერსის პრინციპილატი ჩამოაყალიბა, რომელსაც მართავდა გარდაცვალებამდე, შემდეგ კი ისიც სტანისლავს გადაეცა.
 
1737 წელს ელიზაბეტის უფროსი ქალიშვილი [[ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელი|ელიზაბეტ ტერეზა]] ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე [[კარლო ემანუელე III (სარდინია)|კარლო ემანუელე III]]-ს. მას იტალიელებმა ელიზაბეტა ტერეზა შეარქვეს, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და 1741 წელს თავის მესამე მშობიარობას გადაჰყვა.
 
1744 წლის 7 იანვარს, მისი უმცროსი ვაჟი შარლ ალექსანდრე სიყვარულით დაქორწინდა მარია ანა ავსტრიელზე, რომელიც 1744 წლის 16 დეკემბერს მშობიარობას გადაჰყვა.
 
ელიზაბეტ შარლოტისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა ამდენი ახლობლის დაკარგვა, რის გამოც 1744 წლის 23 დეკემბერს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მემატიანეები წერენ, რომ მასზე დიდი დარტყმა მოახდინა, როცა აცნობეს, რომ მისი რძალი და შვილიშვილი მშობიარობისას დაიღუპნენ, რის შემდეგაც გულის ინფაქტით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ცხრა თვის შემდეგ მისი ვაჟი ფრანც I საღვთო რომის იმპერატორად აღიარეს, რის შემდეგაც დაარსდა [[ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია]].
== მემკვიდრეობა ==
 
== შვილები ==