სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Seljuk Empire locator map.svg|მინი|350პქ|სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092]]
'''სელჩუკები''', იგივესელჩუკთა '''თურქ-სელჩუკებისახელმწიფო''' — ოღუზთასახელმწიფო თურქულიახლო ტომისაღმოსავლეთში. ერთ-ერთისელჩუკთა შტო,სახელმწიფოს რომლებიცდამაარსებლად თავდაპირველადსელჩუკს ცხოვრობდნენ მდინარე [[სირდარია|სირდარიის]] აუზშითვლიან, [[შუამაგრამ აზია|შუადიდ აზიაში]].სელჩუკთა [[XIსახელმწიფოს საუკუნე|XI]]ოფიციალურად საუკუნის 30-იან წლებში. სახელი მიიღეს მათი ბელადი სელჩუკისაგან, რომელიც იქ გადმოცემების თანახმად 9551040 წელს დასახლდა, მისიდანდანდაქანის შვილიშვილებიველზე იყვნენღაზნევიდებთან თოღრულსელჩუკების ბეგიგამარჯვების დაშემდეგ ჩაღრიჩაეყარა ბეგისაფუძველი. [[ღაზნევიდების სახელმწიფო|ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან]] ვასალური პირობებით მიიღეს მიწები [[ხორასანი|ხორასანში]] (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და [[1040]] წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. [[1038]] წელს [[თოღრულ-ბეგი|თოღრულ-ბეგმა]] მიიღო [[სულთანი|სულთნის]] ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა [[1040]]-[[1950|50]] წლებში დაიპყრეს [[ხორეზმი]], [[ირანი]], 1050-იან წლებში - [[აზერბაიჯანი]], [[ქურთისტანი]], [[ერაყი]]. [[ალფ-არსლანი]]ს მმართველობის წლებში დაიპყრეს [[სომხეთი]] ([[1064]]), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს [[ბიზანტია]] ([[1071]]), დაიმორჩილეს [[მცირე აზია]] და სხვა ტერიტორიები. სულთან [[მალიქ-შაჰი]]ს დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე [[საქართველო]].
 
იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც [[სელჩუკიდები|სელჩუკიდთა]] დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო ([[1041]]-[[1187]]), რუმის, იგივე კონიის სასულთნო ([[1077]]-[[1307]]), სირიის სასულთნო ([[1094]]-[[1117]]) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს [[პალესტინა]], [[სირია]], მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, [[1118]] წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო ([[1118]]-[[1194]]). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ [[მონაპირე]] ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და [[1157]] დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.