ნეიტრონული ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 118:
 
2007 წელს ობიექტ XTE J1739-285-თან დაკავშირებით, რენტგენული გამოსხივების რხევების გამოვლენის შესახებ სამეცნიერო მოხსენება გაკეთდა, სადაც არაპირდაპირი გაზომვისას, რხევები 1122 ჰერცს აღწევდა, რაც საფუძველია ვარაუდის, რომ აღნიშნული ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნი წამში 1122-ს აღწევს თუმცა, სიგნალის მხოლოდ ერთხელ გამოვლენით, წინასწარი ვარაუდი ვარაუდად რჩება სანამ ვარსკვლავზე სხვა, მსგავსი მოვლენა არ დადასტურდება.
 
=== გაუმართაობა და ზედაპირის რყევები ===
ზოგჯერ ნეიტრონული ვარსკვლავი კრახს განიცდის, რომელიც ობიექტის ბრუნვის სიჩქარის უეცარ მატებას წარმოადგენს. ნავარაუდევია, რომ ეს მოვლენა ზედაპირის რყევების შედეგია. ვარსკვლავის ბრუვის სიჩქარის შენელებასთან ერთად ფორმა უფრო სფერული ხდება. ზედაპირის მდგრადობის მოულოდნელი განცალკევება და დარღვევა მიწისძვრის მსგავს ვარსკვლავის ზედაპირის რყევებს წარმოადგენს რის შედეგადაც, ობიექტი მცირე ეკვატურული რადიუსით ვლინდება და ბრუნვის სიჩქარე [[იმპულსის მომენტი|იმპულსის მომენტის]] დაცულობით იზრდება.
 
მაგნეტარზე გამოვლენილი ზედაპირის რყევები, რომლის შედეგიც როტაციის უეცარი მატებაა, გამა-გამოსხივების წყაროსთან დაკავშირებით, ცნობილი როგორც განმეორებადი მსუბუქი გამა-გამოსხივება ჰიპოთეზას ამყარებს.
 
ამჟამინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნვის სიჩქარის მატებისთვის ზედაპირის რყევებს შესაბამისი ენერგია არ გააჩნიათ არამედ თეორიულად სუპერდენად ბირთვში მოძრავი მეტასტაბილური ენერგიის მდგმარეობის დაქვეითება გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც ბრუნვის სიხშირის მატებას იწვევს.
 
* [http://www.astro.umd.edu/~miller/nstar.html Introduction to neutron stars]