ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Sunlight35]]|2 სექტემბერი, 2018 წ}}
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი =ქალაქი
|ქართული სახელი = ბაქო
|რეგიონის ტიპი = რეგიონი
|რეგიონი = აფშერონის რეგიონი {{!}} აფშერონი
|რეგიონი ცხრილში =
|შიდა დაყოფა =
|რაიონის ტიპი=
|რაიონი =
|მმართველის ტიპი = მერი
|მმართველი =ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
}}
 
'''ბაქო''' ({{lang-az|Bakı {{IPA|[bɑˈcɯ]}}, ბაქი — ქარიანი ადგილი}}) — [[აზერბაიჯანი]]ს [[დედაქალაქი]], მდებარეობს [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] [[აფშერონის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი<ref>{{az}} [http://www.azstat.org/region/az/002.shtml Bakı şəhəri - Azərbaycan Dövlət Statistika Komitəsi]</ref>, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
 
== ეტიმოლოგია ==
== ისტორიული ცნობა ==
სახელწოდება ბაქო მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან Bād-kube, რაც ნიშნავს „ქარიან ქალაქს“. ნაკლებად სავარაუდო ხალხური ეტიმოლოგია განმარტავს ქალაქის სახელს, გამომდინარე სიტყვიდან Baghkuy, რაც ნიშნავს “ღვთის ქალაქს“<ref>[https://web.archive.org/web/20071013212555/http://iranchamber.com/podium/culture/020920_politicizing_linguistics.php "Culture & Religion on Podium: Politicizing Linguistics".]</ref>. არაბულ წყაროებში ქალაქის სახელწოდებების Baku, Bakukh, Bakuya, and Bakuye. თითოეული მათგანი სპარსული სახელწოდებიდან გამომდინარეობს.
 
== მოკლე ისტორიული ცნობა ==
ბაქო პირველად [[V საუკუნე|V საუკუნის]] წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები ([[ალ-ისტახი]], [[ალ-მასუდი]], [[ალ-მუკადასი]]). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] II ნახევარში ბაქო ერთხანს [[შირვანი]]ს სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. [[1540]] წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] 80-იან წლებში [[ოსმალეთი]] ფლობდა. [[1604]] წელს ირანის შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. [[XVII საუკუნე]]ში ბაქო მნიშვნელოვანი [[ქალაქი]] იყო.
 
== ისტორია ==
აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქის წარმოშობა გამოწვეული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, ქალაქის ადგილმდებარეობით, მიგრაციისა და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან (დიდი აბრეშუმის გზა); ასევე ბუნებრივი აირითა და ენერგეტიკული სიმდიდრით<ref name=":0">[http://www.window2baku.com/001history_1.htm '''''История города Баку. Часть 1.''''']</ref>.
 
შუა საუკუნეებიდან ბაქო შირვანის ისტორიულ ტერიტორიაზე იყო. მე -9 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბაქო [[შირვანშაჰი|შირვანშაჰთა]] სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მოსახლეობა  ვაჭრობით, თევზაობით, მებაღეობითა და ნავთობპროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. მეთერთმეტე საუკუნემდე, თურქიზაციამდე, ბაქოს მოსახლეობამ განაგრძო მკვიდრი ხალხების ენაზე საუბარი, რომელიც არაბულ ავტორთა მიერ ნახსენებია, როგორც [[არანი|არანის]] მკვიდრი ენა<ref>[http://www.iranicaonline.org/articles/baku-pers BAKU - Encyclopædia Iranica]</ref>.
 
[[1191]] წელს შირვანშაჰ [[ახსითან I|ახისთან I-]]<nowiki/>მა სახელმწიფოს დედაქალაქი დროებით შამახიდან ბაქოში გადაიტანა. მე -12 საუკუნეში ბაქო ციხე-კედლით იყო გარშემორტყმული. ქალწულის კოშკი ასევე შევიდა ქალაქის თავდაცვის სისტემაში.
 
[[XIII საუკუნე|XIII]] საუკუნეში მონღოლების შემოჭრის დროს ქალაქი დაეცა. მაგრამ უკვე მომდევნო საუკუნეში ბაქოს ეკონომიკური ცხოვრება კვლავ აღდგა. შირვანშაჰ ხალილ-ულას (1417-1462) მმართველობის დროს ბაქოში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. [[XV საუკუნე|XV]] საუკუნეში შეიქმნა [[შირვანშაჰების სასახლე|შირვანშაჰთა სასახლის]] კომპლექსი. XV საუკუნის არაბი გეოგრაფი, აბდ ალ რაშიდუ ბაქუვი, ასევე აღწერს ბაქოს. გეოგრაფი საუბრობს ქალაქში მდებარე ორ ციხეზე. ერთ-ერთი მათგანი მონღოლებმა ვერ აიღეს. ასევე აღწერს, რომ ქალაქის მიდამოები ცარიელია, საკვები შირვანიდან ჩამოჰქონდათ, ქალაქში შემოტანილი ნივთები კი აბრეშუმი, მარილი და ზეთი იყო<ref name=":1">В. В. Бартольд. Часть 1 // Сочинения. — Москва: Восточная литература, 1963. — Т. 1. — С. 721.</ref>.
 
ბაქოში შემორჩენილია მე -11 საუკუნეში აშენებული [[მუჰამედის მეჩეთი]] და მე -14 საუკუნის რამდენიმე მეჩეთი<ref name=":1" />.
 
[[1501]] წელს, [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ ხათაიმ]] დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა სახელმწიფოს]] ნაწილი გახდა. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] არმიამ დაიპყრო ბაქო. [[1607]] წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით<ref name=":0" />.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქო“-დან