კიმი რაიკონენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|lt}} using AWB
სურათის ზომის გასწორება
ხაზი 5:
ოთხი წლის ასაკში, რაიკონენმა უთხრა დედას, ''"ერთ დღეს მე მსოფლიოს ჩემპიონი ვიქნები. არ ვიცი რომელ სპორტში, მაგრამ მე ვიქნები."'' კიმიმ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თავისი სპორტული ნიჭი და გამარჯვების ჟინი. მან თავი სპორტის სხვადასხვა სახეობებში სცადა - [[სნოუბორდი|სნოუბორდში]], [[ველოსპორტი|ველოსპორტში]], [[ფეხბურთი|ფეხბურთში]], რბოლებში მონაწილეობა კი [[1988]] წლიდან დაიწყო. [[1995]] წელს მან პირველი [[რბოლა]] ჩაატარა კარტინგის "ფორმულა ა" კლასში და პირველი ადგილიც მოიპოვა. კიმიმ სხვადასხვა კლასის რბოლებში იზეიმა გამარჯვება და [[2000]] წელს ბრიტანეთის ფორმულა რენოს ჩემპიონი გახდა იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 10 ეტაპში მიიღო მონაწილეობა. მის მიმართ მაშინვე გაჩნდა დაინტერესება [[ფორმულა ერთი|ფორმულა 1]]-ის გუნდების მეფლობელების მხრიდან, თუმცა იმის გამო, რომ რაიკონენს ფორმულას კლასში მონაწილეობის ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა, ფ1-ის მეპატრონეებს [[2001]] წელს არ სურდათ მისი უმაღლესი კლასის რბოლებში დაშვება. კიმიმ გამოსცადა პიტერ ზაუბერის გუნდის ახალი მანქანა, "[[ზაუბერ ც19]]". თავისი შესაძლებლობებით მან გააოცა ფორმულა 1-ის სპეციალისტები და მაშინ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი [[მიხაელ შუმახერი]], რომელმაც მისი ტესტირების ყურებისას განაცხადა, რომ ფინელი ოდესმე ჩემპიონი გახდებოდა. შემდეგ იყო ფორუმი რაიკონენის ფორმულაში მიღების საკითხზე. იმის მიუხედავად, რომ ფია-ს([[საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია]]) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რაიკონენმა საკმაო ხმა დააგროვა და 2001 წელს ფ1-ში გამოსვლა დაიწყო.
 
[[ფაილი:raikkonen.jpg|frame|left|კიმი რაიკონენი, აშშ-ის დიდი პრიზი, 2002|ალტ=|280x280პქ]]
=== პირველი სეზონი ===
მისი პირველი სეზონი საშუალო დონის გუნდში თითქმის სენსაციური აღმოჩნდა-რაიკონენმა ორჯერ მოახერხა მე-4 ადგილზე გასვლა, საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაასრულა სეზონი. დიდმა გუნდებმა მაშინვე გამოხატეს კიმის თავისთან გადაყვანის სურვილი. ამ გუნდებს შორის იყო ორი გრანდი-"[[ფერარი]]" და "[[მაკლარენი]]", თუმცა რაიკონენი ხვდებოდა, რომ "ფერარიში" გადასვლით ის მკვეთრად გამოხატული მეორე ნომერი იქნებოდა და იძულებული იქნებოდა, საკუთარი შედეგების მაგივრად, მიხაელ შუმახერს დახმარებოდა გამარჯვებების მოპოვებაში; "მაკლარენი" კი მას სთავაზობდა თანაბარ პირობებს გუნდის მეორე პილოტთან, დევიდ კულჰარდთან, ამიტომაც ფინელმა სწორედ ბრიტანული გუნდი არჩია კარიერის გასაგრძელებლად. გუნდში რაიკონენმა მისი ცნობილი წინამორბედი, მიკა ჰაკინენი შეცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიმი_რაიკონენი“-დან