თრუსოს ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თრუსოს ხეობა''', მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილ...
 
No edit summary
ხაზი 3:
ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფ. კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა- და შუათურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ხოხის ქედზე გაშიშვლებულია დიორიტის ინტრუზივები. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვა), მინერალური წყლებიდან გამოკექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი [[სუათისი (მყინვარი)|სუათისი]], [[მნა (მყინვარი)|მნა]], რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები. თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 701, თბ., 1979
 
[[კატეგორია:საქართველოს ხეობები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თრუსოს_ხეობა“-დან